საგარეჯო, სოფელი შიბლიანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 75
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი შიბლიანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა მისია: Შეუქმნათ მოსწავლეებს პიროვნული და მორალური განვითარებისთვის ტორელანტური, უსაფრთხო და პიროვნული პოტენციალის გამოვლენისთვის ხელსაყრელი გარემო.ავღზარდოთ დიდი ილიას დევიზით: ,,ენა, მამული, სარწმუნოება," რათა მომავალში ჩამოყალიბდნენ ღირსეულ მამულიშვილებად. ხედვა: Ჩვენი თვითმიზანია მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა და ეროვნულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა, რაც დაგვეხმარება 2030 წლისთვის საუკეთესო სკოლებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში. ღირებულებები: Სკოლა იხელმძღვანელებს იმ პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს გახდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და დაიმკვიდრონ სათანადო ადგილი საზოგადოებაში. 1. Პროფესიონალიზმი. 2. Მიმღებლობა და Სწრაფვა სიახლეების. 3. Გუნდური და ეფექტური კომუნიკაცია. 4. Ვალიდურობა, სანდოობა. 5. Მოსწავლეტა ინტერესების გათვალისწინება.
სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება,რევიზირება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება N ამოცანები აქტივობები შესრულების ვადები პასუხისმგებელი პირი/პირები 1. ახალი პროგრამების შემუშავება კურიკულუმების (მატრიცების/შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებების/) წლიური პროგრამების შემუშავება/განხორციელება 2023-2024 სასწავლო წელი მასწავლებლები, საგნობრივი კათედრები სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება 2023 წლის სექტემბერი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, დამრიგებელი. სადამრიგებლო პროგრამების ეფექტურად შესრულების ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი. 2. სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა (პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და სხვა); 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, მოსწავლეთა მომზადება ოლიმპიადებისთვის; 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, კათედრები, საგნის მასწავლებლები საჭიროების შემთხვევაში დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწა, გაუმჯობესება და მონიტორინგი; 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, საინფორმაციო მენეჯერი, მასწავლებლები მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურებების შეთავაზება; 2023-2024სასწავლო წელი დირექტორი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება; 2023-2024 სასწავლო წელი სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, საგნობრივი კათედრები მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა, მისი ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინება, თანმდევი ღონისძიებების განხორციელება 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, 3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული საგნობრივი ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობის ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, ზოგადი განათლების რეფორმის (ახალი სკოლის მოდელის) ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წელს საგნობრივ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, შიდა სასკოლო ტრენინგების ორგანიზება კურიკულუმისა და კომპლექსური დავალებების შექმნა/წარმოების თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში) 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, ტუტორების აქტიური მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში შიდა სასკოლო კონსულტაციების გამართვა მაძიებელ მასწავლებლებთან 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი, ტუტორები ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მიერ გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის გაზიარება 2023-2024 სასწავლო წელი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი კოლეგების ურთიერთდასწრება და საუკეთესი პრაქტიკის ერთმანეთისათვის გაზიარება 2023-2024 სასწავლო წელი კათედრები 4. კოლეგიური ორგანოების აქტიური მუშაობა საგნობრივი კათედრების მიერ შესაბამისი მიმართულებით სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა საკითხების განხილვა 2023-2024 სასწავლო წელი კათედრები კათედრების მიერ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი 2023-2024 სასწავლო წლის დეკემბერი, ივნისი კათედრები თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება 2023-2024 სასწავლო წელი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭრის ჯგუფი, კათედრები მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ მათთვის საინტერესო საკითხების, პროექტების, ღონისძიებების ინიცირება 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეთა თვითმართველობის მუშაობის ხელშეწყობა და იდეების განხორციელებაში დახმარების გაწევა 2023-2024 სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოება მრჩეველთა საბჭოსა და დიციპლინური კომიტეტის მუშაობის ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექცია სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება N ამოცანები აქტივობები შესრულების ვადები პასუხისმგებელი პირი/პირები 1. ახალი სასწავლო წლისათვის დოკუ
სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება,რევიზირება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები შინაგანაწესშია გაწერილი
სკოლის ფინანსური სახსრები მწირია