სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 40
- Available places
- 37
- SEN capacity
- 4
- Available SEN places
- 4
კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი კოჭბაანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა მისია: შეუქმნათ მოსწავლეებს პიროვნული და მორალური განვითარებისთვის ტორელანტური, უსაფრთხო და პიროვნული პოტენციალის გამოვლენისთვის ხელსაყრელი გარემო.ავღზარდოთ დიდი ილიას დევიზით: ,,ენა, მამული, სარწმუნოება," რათა მომავალში ჩამოყალიბდნენ ღირსეულ მამულიშვილებად. ხედვა: ჩვენი თვითმიზანია მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა და ეროვნულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა, რაც დაგვეხმარება 2030 წლისთვის საუკეთესო სკოლებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში. ღირებულებები: სკოლა იხელმძღვანელებს იმ პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს გახდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და დაიმკვიდრონ სათანადო ადგილი საზოგადოებაში. 1. პროფესიონალიზმი. 2. მიმღებლობა და სწრაფვა სიახლეების. 3. გუნდური და ეფექტური კომუნიკაცია. 4. ვალიდურობა, სანდოობა. 5. მოსწავლეტა ინტერესების გათვალისწინება.
კოჭბანის საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები კოჭბანის საჯარო სკოლის შინაგანაწესშია გაწერილი