ლაგოდეხი, ჭავჭავაძის ქ. №49
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 5
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 4
კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, ჭავჭავაძის ქ. №49
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მოსწავლის ფიზიკურ, გონებრივ, მორალურ განვითარებას. დაეხმაროს მოსწავლეს ჩამოყალიბდეს გლობალურად მოაზროვნე, პატრიოტ , მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ინიციატივის მქონე, თანამედროვე უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვილ მოქალაქედ. აუმაღლოს მოსწავლეებს თვითშეფასება და განუვითაროს შემოქმედებითი კრიტიკული აზროვნება. განუვითაროს მოსწავლეებს კულტურული მრავალფეროვნებისა და ფასეულობათა პატივისცემა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სკოლა ატარებს ქართველი საზოგადო მოღვაწის, ,,დედა ენის“ ავტორის , იაკობ გოგებაშვილის სახელს, ჩვენი სკოლის მისიაა გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლა არაფორმალური განათლების, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების გზით და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას. ამასთან, მოთხოვნები, რომლებსაც თანამედროვეობა უყენებს ახალგაზრდობას, ქმნის ახალი უნარებისა და კომპეტენციების ფლობის მაღალ სტანდარტებს. შესაბამისად, სკოლის მისიაა არაფორმალური განათლების გზით გააძლიეროს სწავლება უცხო ენებისა და ტექნოლოგიური მიმართულებებით. ასევე შექმნას სივრცე არაფორმალური განათლების გაძლიერებისათვის , სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის ინტერესი და საჭიროება. მიეცემა შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს რეალიზებულ , ინიციატივის მქონე , განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებად. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სასკოლო საზოგადოებამ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: პროფესიონალიზმი; მუდმივი პროფესიული ზრდა; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; თანამშრომლობა და კოლეგათა მიღწევების აღიარება და გაზიარება; მიუკერძოვებლობა; სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი; ინიციატივა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა; გამოცდილების გაზიარება; კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება; გუნდურობა და გაზიარებული პასუხისმგებლობა; ჰოლისტური სწავლება; ტოლერანტობა; ინკლუზია; დემოკრატიული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იყოს მდგრადი, მუდმივგანვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა.თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. ზრუნავდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თანამედროვე უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვილი მოქალაქის ჩამოყალიბებაზე.
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი : თეა მეტრეველი მოადგილე : მეგი კურტანიძე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე : მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე :
სკოლა აქტიურად არის ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და აქტივობებში, ეროვნულ ოლიმპიადებში, ასევე ადგილობრივ პროექტებში. სკოლაში შექმნილია არაფორმალური განათლების ხელშემწყობი გარემო. სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, ეკო-კლუბი, ჭადრაკის კლუბი, მკითხველთა კლუბი. სკოლა არის მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელის წევრი; ასევე, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი. სკოლა ჩართულია USAID სამოქალაქო განათლების პროგრამაში და არის არაერთი პროექტის გამარჯვებული. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო მუსიკალური სივრცე. 2021 წლიდან სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტები, რომელშიც აქტიურადაა ჩართული სასკოლო საზოგადოება. სკოლაში იმართება კონფერენციები, სემინარები და პროექტის პრეზენტაციები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ვერბალური და წერითი უნარების განვითარებას, ასევე ანალიტიკურ აზროვნებასა და ფართო საზოგადოებსთან ურთიერთობას.