ლაგოდეხი, ჰერეთისკარი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 20
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, სოფელი ჰერეთისკარი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. სკოლის მისიაა: აღვზარდოთ მოაზროვნე, შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტიური მოქალაქე. აღნიშნული მისიის შესასრულებლად სკოლა ქმნის შრომისა და სწავლის მაღალი მოტივაციის, მეგობრობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. სკოლის ხედვაა: რომ სკოლაში შექმნას პოზიტიური, უსაფრთხო და სწავლის მასტიმულირებელი გარემო ბავშვისათვის, სადაც ყველა მიღებული და დაფასებულია. სწავლა მოსწავლისათვის საინტერესო პროცესია და აძლევს მას საშუალებას მიაღწიოს თავის პოტენციალს, გახდეს დამოუკიდებელი მთელი ცხოვრების მანძილზე. სკოლისათვის მთავარი ღირებულებებია გუნდური მუშაობა, მაღალი პროფესიონალიზმი, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, მდგრადი განვითარების მიზნებთან სწავლა-სწავლების პროცესის თანხვედრა.ჩვენი მიზანია აღვზარდოთ მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტიური მოქალაქე. ამ მიზნის მისაღწევად სკოლაში შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალი მოტივაციის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. სკოლს ღირებულებებია: გაცხადებული მომავლის ხედვის და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოებამ, სკოლამ მათლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინიპებით და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურად მუშაობა. სკოლა მისიითა და ხედვით განსაზღვრავს საკუთარ როლს, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ სოციო-კულტურულ სივრცეს. სკოლა ფუნქციონირებს ახალაშენებულ ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებაში, რომელიც იმ სოფელში, სადაც ის არის განთავსებული წარმოადგენს ისეთი ურთიერთობების სივრცეს, სადაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობისა და კომუნიკაციის წახალისება სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის დაგეგმვის, პროცესების განხორციელებისა და შეფასების მიზნით. სკოლა, როგორც ინსტიტუცია, ღირებულებების, უნარების, რწმენებსა და წარმოდგენებთან მაღალი შემხებლობის შესაძლებლობების შექმნით ქმნის გამოხატვის, მონაწილეობის და შექმნის თავისუფლებას;
სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს,მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს, დირექციას, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს, საგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებლებს.
1. სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია ეს წესი ადგენს სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის(შემდგომში - სკოლა) მმართველობითი პროცესის - მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, განსაზღვრავს პროცესზე პასუხისმგებელ პირსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი ასევე განსაზღვრავს აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების, განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სკოლამ სტრატეგიული პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავა მეთოდოლოგია, რომლის მთავარ ორიენტირად მაქსიმალური ჩართულობა განისაზღვრა. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი მოიცავს ხუთ ძირითად ეტაპს.