Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა

კახეთი · თელავი · თელავი, სოფელი წინანდალი

Register ID#1175
Students272
Teachers27
Buildings1
School profile

General information

Principal
ვენერა ჩიკვაიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
05/09/2025
Authorization end
05/09/2034
First grade admission

Current capacity information

თელავი, სოფელი წინანდალი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
37
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. წინანდლის საჯარო სკოლას საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. სკოლა ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნით, ოჯახთან ერთად ზრუნავს. ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების აღზრდაზე, რომელიც შეძლებს თვითრეალიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, იცხოვროს დემოკრატიული პრინციპებით. სკოლის ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების პროცესი ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, იყოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების უწყვეტ განათლებასა და განვითარებას. სკოლის მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. შექმნას მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • პატრიოტიზმი: სასკოლო კურიკულუმსა და აქტივობებში გათვალისწინებულია სამშობლოს თემატიკისათან დაკავშირებული საკითხები. • სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯარო და ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა და ინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს გააზრებული აქვს საკუთარი როლი, ფუნქცია და მოვალეობები. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ურთიერთპატივისცემა: კომუნიკაცია ემყარება ერთმანეთის აზრის მოსმენას, გაზიარებასა და გათვალისწინებას. • ტოლერანტობა :სასკოლო საზოგადოება ხელს უწყობს განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმღებლობას. • ობიექტურობა:ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა:სისტემატურად ვაფასებ თჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარებას, განვითარების ინოვაციურ გზებს, ღია ვართ სიახლეებისადმი.

Structure1 additional item

Documents

სტრუქტურა.pdf24/03/2025 18:00:29 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით, მასში არის გაწერილი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი და ეტაპები. ამ პროცესების განხორციელება უკვე დაწყებულია და 2023 -2024 სასწავლო წელს სკოლას შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად მოამზადებს პროექტს. სკოლა განახორციელებს SWOT ანალიზს, რის საფუძველზე მოხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავებაში ჩართული იქნება როგორც სასკოლო საზოგადოება, ასევე თემი. სსიპ წინანდლის საჯარო სკოლის მიერ შემუშავებული ფილოსოფიის შემუშავების და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესაბამისად, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული უნდა იყოს დირექტორის მიერ შექმნილი ჯგუფი, სასკოლო საზოგადოება. ეს ჯგუფი 2023 - 2024 სასწავლო წლისთვის სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით დაგეგმავს და შექმნის 7 წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტს გაწერილს 2023-2030 წელზე, რომელიც თავისი გრძელვადიანი მიზნებით შესაბამისობაში იქნება სკოლის მისია, ხედვასთან და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაწყებულია.

Annual action planPlan and performance report

Plan

სასწავლო წლის დასაწყისში ხდება სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა განიხილება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე და მტკიცდება სამეურვეო საბჭოს მიერ. სასწავლო წლის ბოლოს პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე მასწავლებლების მიერ ხდება ზეპირი ანგარიშის წარდგენა წარმატებებზე თუ გამოწვევებზე, ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, მსჯელობენ მისი დახვეწის გზებზე, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ახალი სასწავლო წლის ერთწლიან სამოქმედო გეგმის შემუშავებისას. 2024-2025 სასწავლო წლისათვის სკოლის მიერ მოხდება განხილვა და საჭიროებების დადგენა, რაც ასახული იქნება ერთწლიან სამოქმედო გეგმაში. მოხდება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შეიმუშავებს სკოლის ყოველწლიური თვითშეფასების კითხვარს, რომლის საშუალებითაც სკოლა დაადგენს საჭიროებებს ყველა მიმართულებით, რაც აისახება 2023-2024 წლის ერთწლიან სამოქმედო გეგმაში. სკოლის ერთწლიან სამოქმედო გეგმაში გაწერილია სკოლის განვითარების გეგმა შესაბამისი აქტივობებით, რომელშიც განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირი და შესრულების დრო. გეგმის განხორციელება მიზნად ისახავს სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლებასა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას. გეგმის შესრულებაზე თანამშრომლებს შორის გადანაწილებულია ფუნქცია- მოვალეობები და პასუხისმგებლობა. მომავალი სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდება მეთოდოლოგიის შესაბამისად.

Documents

ერთლიანი სამოქმედო გეგმა.pdf24/03/2025 18:06:11 · 5.72 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf24/03/2025 18:06:58 · 13.06 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

იხილეთ დანართები

Documents

საჩივრების განხილვის წესი.pdf24/03/2025 18:17:41 · 4.65 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის , საფეხურის დაძლევის, მობილობის , სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი..pdf24/03/2025 18:17:42 · 4.73 MB
შინაგანაწესი.pdf24/03/2025 18:17:42 · 14.09 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

იხილეთ ბმული

Documents

ფინანსური ანგარიში.pdf30/05/2025 20:48:42 · 5.74 MB
Download documents on EMIS