თბილისი, ძველი თბილისი, წურწუმიას ქ.#14ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 50
- Available places
- 44
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 6
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ალექსანდრე წურწუმიას №14ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სკოლის მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლების გაძლიერებით , მოსწავლეებისთვის უსაფრთხო , პოზიტიური , ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებით , ხელი შეუწყოს ეროვნული ღირებულებების შესაბამისად თავისუფალი, კომპეტენტური , ტოლერანტი და ქვეყნის ინტერესების დამცველი მოქალაქის აღზრდას, რაც მას თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებასა და პიროვნულ რეალიზებაში დაეხმარება. ხედვა 2030 წლისთვის სკოლა იქნება მდგრადი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მაღალი ნდობის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს უწყვეტი ზოგადი განათლების ეროვნული და განათლების მიზნების გაცნობიერებაში , მათი ინიციატივების ხელშეწყობასა და თვითრეალიზაციაში , რეალურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევების გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევა-გამოყენებაში. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათ თავისუფალ , კონკურენტუნარიან და რეალიზებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობითი კულტურის დანერგვა და პასუხისმგებლობის გაზიარება: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ვიაზრებთ, რომ სასწავლო პროცესში აუცილებელი და მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გაზიარება. • ობიექტურობა და სამართლიანობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება : სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების გზებს სიახლეების დასანერგად . გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპითა და მიდგომებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ფიზიკური და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო; ჩვენთვის უპირველესია მოსწავლის / ბავშვის სიყვარული ; ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა ; ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას ; ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ;