ქ. თელავი, თამარის ქ. 61
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 99
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 13
კახეთი · თელავი · ქ. თელავი, თამარის ქ. 61
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ თელავის N2 საჯარო სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ინკლუზიურ ღირებულებებზე დაფუძნებულ მხარდამჭერ გარემოში ყველა მოსწავლე მიიღებს ხარისხიან განათლებას. განივითარებს კარიერული წინსვლისთვის, საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, მზად იქნება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის, სრულფასოვანი და წარმატებული ცხოვრებისთვის. ხედვა: 1. შევქმნათ შესაძლებლობა როგორც სწავლისთვის, ისე აღზრდისთვის. 1.1 გამოვავლინოთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და პოტენციალი. 1.2 ხელი შევუწყოთ თითოეული მოსწავლის წარმატებას სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის გზით. 1.3 აღვზარდოთ ისეთი თაობები, რომელთაც გააზრებული ექნებათ პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ. 1.4 განვუვითაროთ მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევები. 1.5 შევუქმნათ მოსწავლეებს პროფესიის არჩევისთვის ხელშემწყობი გარემო. 2. სასკოლო საზოგადოებაში დავამკვიდროთ დემოკრატიული კულტურა. 2.1 ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით ჩამოვაყალიბოთ პატივისცემა განსხვავებულ ფასეულობათა მიმართ. 2.2 განვუვითაროთ მოსწავლეებს ემპათიის, თანამშრომლობის, ლიდერობის კონფლიქტების მართვისა და მშვიდობიანი გზებით გადაჭრის უნარ-ჩვევები. 2.3 აღვზარდოთ კანონმორჩილი , ადამიანის ღირსებებისა და უფლებების პატივისმცემელი მოქალაქე. 3.სასკოლო საზოგადოებაში დავამკვიდროთ აკადემიური თავისუფლება. 3.1 დავამკვიდროთ მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მეთოდების, სტრატეგიებისა და რესურსების შექმნისა და შერჩევის თავისუფლება. 3.2 დავამკვიდროთ შეფასების სანდო, ვალიდური , ობიექტური სისტემის შექმნისა და შეფასების ინსტრუმენტების არჩევანის თავისუფლება. • სკოლის ძირითადი ღირებულებებია: სიყვარული, ემპათია და თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, კანონმორჩილება, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა). სკოლის ძირითადი პრიორიტეტებია: • სკოლის ყველა წარმომადგენლის წარმატება; • გაზიარებული ლიდერობა • პროფესიული ზრდა; • მუდმივი განვითარება და კარიერული ზრდა; • შესაძლებლობების თვითრეალიზება; • უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო • სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება; • შიდა სასკოლო პარტნიორობა; • გარე პარტნიორული ურთიერთობები; • სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; • ინკლუზიური გარემოს შექმნა და ინკლუზიური ფასეულობების დამკვიდრება; • შევუქმნათ მოსწავლეებს ისეთი გარემო, სადაც შეიგრძნობენ და დაინახავენ საკუთარი განვითარების პროგრესს. • თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის განაწილება ( მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან)
ყოველი სასწავლო წლის ბოლოს დირექტორი განიხილავს ერთწლიან სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხს და ამზადებს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს
სკოლა უზრუნველყოფს სკოლის საზოგადოების საჭიროებებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვას. სკოლას აქვს 53ლეპტოპი. 25 პერსონალური კომპიუტერი, 5 პრინტერი, 6 პროექტორი, 14 ტელევიზორის ეკრანი საკლასო ოთახებში უწყვეტი ინტერნეტი.. სკოლაში ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს თანამედროვე, ინოვაციური სასწავლო პროცესის წარმართვას. მოსწავლეები მასწავლებელთა ფასილიტაციით მუდმივად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებებში, სხვადასხვა აქტივობებისთვის სკოლის კომპიუტერულ ბაზაზეშე უძლიათმო იძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია და პროექტორის საშუალებით მოწვეულ საზოგადოებას წარუდგინონ ელექტრონული პრეზენტაციები.ყველა პირველკლასელს აქვს „ბუკი“, რომელიც აქტიურად გამოიყენება დაწყებით საფეხურზე. პირველკლასელთა სკოლაში სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ ისწავლონ სამივე საფეხურზე(დაწყებითი,საბაზო და საშუალო). საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია აიღოს საბაზო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი ატესტეტი,ხოლო სასუალო საფეხურის დასრულების შემდეგ კი საშუალო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი ატესტატი. კომპიუტერში ჩატვირთული პროგრამები ეხმარებათ მასწავლებლებს და მოსწავლეებს საკითხების კარგად გააზრებაში, სკოლა ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. სკოლისსაინფორმაციოტექნოლოგიებთანწვდომაგვიადვილებსპროექტებისშესახებინფორმაციისმოძიებას, რეგისტრაციასდააქტიურჩართულობას. დირექციაში, ადმინისტრაციასადასამასწავლებლოშიდგასკომპიუტერები, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. სკოლას შემუშავებული აქვს ციფრული განვითარების გეგმა. მოსწავლეებს და მოსწავლეებს თანაბრად აქვთ კომპიუტერულ ტექნიკაზე წვდომის უფლება. მოსწავლეთა თვითმმართველობა დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დირექტორთან შეთანხმებით სარგებლობს სკოლაში არსებული ტექნიკით. სკოლას ინდივიდუალურ სარგებლობაში აქვთ გადაცემული ლეპტოპები,რათა მათი მუშაობა შეუფერხებლად წარიმართოს.
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები მოცემულია თანდართულ ფაილებში.
სკოლა ახლად რეაბილიტირებულია. სკოლას აქვს სპორტდარბაზი,ბიბლიოთეკა,რესურს ოთახი,საკონფერენციო დარბაზი,ადაპტირებული საპირფარეშოები,პანდუსი,ლიფტი,ექიმის კაბინეტი.
სსიპ ქალაქ თელავის N2 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულია 2024 წლის ბიუჯეტი , სახელწიფო შესყიდვების გეგმა და შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირი. სკოლის ფინანსურ რესურსს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება, მასწავლებელთა კუთვნილი დანამატი, სსსმ მოსწავლის დაფინანსება, სკოლის ექიმის დაფინანსება. ყოველი ახალი კალენდარული წლისთვის სკოლაში იქმნება ფინანსური საქმიანობის სამოქმედო გეგმა(ბიუჯეტი),რომელსაც განიხილავს, საჭიროებიდან გამომდინარე ცვლილება შეაქვს და ამტკიცებს სკოლის სამეურვეო საბჭო. სკოლის ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია კომუნალური გადასახადების დასაფარავად, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების, საკანცელარიო ნივთების და საგნობრივი კათედრების მიერ მოთხოვნილი სასწავლო რესურსების შესაძენად, ბიბლიოთეკის ფონდის შესავსებად. სკოლას აქვს როგორც ფინანსური რესურსის დაგეგმვის, ასევე მისი განკარგვის და მონიტორინგის სისტემა. დირექცია მუდმივად ხვდება სასკოლო საზოგადოებას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით და ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. თითოეული საჭირო საქონლის შეძენამდე ტარდება ბაზრის კვლევა და მხოლოდ მას შემდეგ ხდება საქონლის შეძენა. ყოველი თვის ბოლოს კეთდება საკასო ხარჯი ბანკის ამონაწერის საფუძველზე. წლის ბოლოს დგება ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი წლის განმავლობაში შემოსული და გახარჯული ფინანსები. სკოლას ჰყავს ბუღალტერი, რომელიც შეიმუშავებს ბიუჯეტს დირექტორთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს.