თბილისი, ისანი-სამგორი, თბილისი, ქეთევან წამებულის ქ. №90-ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 0
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 1
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №90ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის მისია: აღზარდოს შემწყნარებელი, მაღალი ზნეობის, კრიტიკულად მოაზროვნე, ეროვნული ტრადიციების ერთგული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე კონკურენტუნარიანი პიროვნება, რომელიც მზად იქნება მრავალფეროვან საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისათვის. ასევე შეძლოს ქვეყნის დაცვა, გაფრთხილება და მის განვითარებაზე ზრუნვა. სკოლის ხედვა: სკოლა შეძლებს თავისუფალ და შემოქმედებით გარემოში, მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. ზნეობრივინტელექტუალური კურსდამთავრებულები შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. სკოლის ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ. დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო; • რესურსები, მაგ.კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა და საზოგადოების ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შემდეგ დისციპლინებში: 1. ფორტეპიანოს წრე; 2. ხალხური საკრავებისა და სიმღერის წრე; 3. თანამედროვე ცეკვის წრე 4. კარატის წრე; 5. გახანგრძლივებულის წრე.
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2024 წლის ბოლოს დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც ეფუძვნებოდა რეალისტურ პროგნოზებს, გათვლებსა და წინა წლების გამოცდილებას. აევე ითვალისწინებდა 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისათვის საჭირო ხარჯებს. ბიუჯეტის დაგეგმვისას მხედველობაში იქნა მიღებულ, როგორც მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მოსალოდნელი შემოსავლები, ისე ეკონომიკური საქმიანობით მიღებული თანხები. წლის დასაწყისში ბიუჯეტის ნაშთი შეადგენდა 56103 ლარს, ხოლო ჯამური ბიუჯეტი განისაზღვრა 2 530 700 ლარის ოდენობით. საჭიროებიდან გამომდინარე 2025 წლის განმავლობაში ბიუჯეტში შეტანილ იქნა კორექტირებები და რამდენიმეჯერ დაზუსტდა სკოლის ბიუჯეტი. სკოლის შემოსავლი ძირითადი წყარო იყო მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. აღსანიშნავი, რომ საანგარიშო პერიოდში ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც 2025 წლის იანვრიდან შეიცვალა და გაიზარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტი. ამასთან, 2024 წელთან შედარებით, 2025 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 2 239 437 ლარი. სსსმ მოსწავლეებისთვის განკუთვნილმა დამატებითმა დაფინანსებამ, იგივე დადგენილების საფუძველზე, შეადგინა 80 500 ლარი. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, 2025 წელს ბიუჯეტში გაზრდილია იჯარიდან შემოსული თანხის ოდენობა. სკოლაში ფუნქციონირებს ფორტეპიანოს, ხალხური საკრავების, გახანგრძლივებული სწავლების, ცეკვისა და კარატის შემსწავლელი ფასიანი წრეები. არსებული ვითარების გათვალისწინებით შემოსულმა თანხამ საანგარიშო პერიოდში ჯამურად შეადგინა 56 462 ლარი. აღნიშნულმა შემოსავალმა სკოლას მისცა შესაძლებლობა, სკოლისათვის შეეძინა საჭირო მასალები და ინვენტარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდებოდა წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად, რომელიც წლის განმავლობაში დაკორექტირდა გამოვლენილი საჭიროების საფუძველზე.