თელავი, სოფელი ბუშეტი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 17
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · თელავი · თელავი, სოფელი ბუშეტი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის მისაა შექმნას ხელსაყრელი პირობები ადამიანის კულტურული,სოციალური და პიროვნული ზრდისათვის, მისი თვითგანვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის, მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენისა და განვითარებისათვის, მოსწავლეთა მიერ კვლევითი ჩვევების დაუფლებისათვის. სკოლის საქმიანობა აგებულია დემოკრატიისა და ჰუმანიზმის, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა პრიორიტეტის პრინციპებზე. განათლების საერთო ხასითით, ბავშვისა და მისი ოჯახის პროფესიული მიმართულებების თვითგამორკვევის გათვალისწინებით. უზრუნველყოს განვითარების სწავლისა და აღზრდის მიზანმიმართული პროცესი პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პირობებში მოწოდებულია მოზარდთა სულიერი განვითარებისა და მათში დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბებისკენ. სკოლის განათლების შინაარსი აგებულია ჰუმანისტურ პრინციპებზე, რაშიც იგულისხმება სწავლების შინაარსის ორგანიზებისა და ტექნოლოგიის მიზანმიმართულება პიროვნების ზოგადკულტურული განვითარებისკენ, მეცნიერული მსოფლმხედველობისა და ჰუმანისტური შემეცნებების ჩამოყალიბება, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება და გაძლიერება,მათი ლოგიკური გაგრძელება სასკოლო სასწავლო გეგმების კომპონენტებში არანაკლებ სამი უცხოური ენის (მათ შორის ინგლისური, რუსული და გერმანული, ეს უკანასკნელი არჩევითი კურსით) შესწავლა, როგორც პიროვნების კულტურული პოტენციალის მნიშვნელოვანი პირობა.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: სამეურვეო საბჭო; დირექცია (დირექტორი, დირქტორის მოადგილე, ბუღალტერი); ადმინისტარცია-ტექპერსონალი( საქმისმწარმოებელი,ბიბლიოთეკარი, სსსმ ასისტენტი, დამლაგებლები, ღამის დარაჯი); დისციპლინური კომიტეტი; მრჩეველთა საბჭო; პედაგოგიური საბჭო (მასწავლებლები, სპეც.მასწავლებელი, ხარისხის განვითარებისა და მხარდამჭერთა ჯგუფი); საგნობრივი კათედრები( სახელმწიფო ენის, მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნების, საზოგადოებრივი მეცნიერებათა საგნების, უცხოური ენების, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა); მოსწავლეთა თვითმმართველობა (ხელოვნების, ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების კლუბები).
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030 წ).
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა.
სკოლას აქვს სამინიტროს მიერ შემუშავებული შინაგანაწესის პირველად ფორმაზე დაყრდნობით, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებული და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მასწავლებლები, სამეურვეო საბჭოში შემავალი მშობლები, თვითმართველობის წარმომადგენელი. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლასა და მშობელს შორის ფორმდება ხელშკრულება , რომლითაც განსაზღვრულია: სკოლის უფლება-მოვალეობები , მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა უფლებები, მოსწავლის პერსონალური მონაცემების გამოყენება, სასწვლო დრო, დასვენების დრო , უქმე დღეები . ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას. სკოლაში დამტკიცებულია ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, ასევე, განსაზღვრულია რეფერირების პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც შიდა წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებების დაცვას. სკოლაში შექნილია დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც მოსწავლეები ახდენენ თავიანთი უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფას. სკოლის თანამშრომლის ან მოსწავლის მიერ მოსწავლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ტარდება ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის პირს ეკისრება დისციპლინური სახდელი. საჩივრის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას, დირექციას, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელთა მიერ ხდება სათანადო ღონისძიებების გატარება. მოსწავლეთა ჯანმრთელობის უფლების დაცვას ახორციელებს სკოლის კვალიფიციური ექიმი. სკოლას აქვს მოსწავლეთა უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები , რომელიც ჩაშენებულია შინაგანაწესში და სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებლის მიერ მოწვეულ მშობელთა კრებებზე ხდება მისი გაცნობა, რაც ფორმდება- დასტურდება მშობელთან კრების ოქმით . ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 6 1 პუნქტის შესაბამისად, სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულის დაცვით, ყოველწლიურად, ასევე, მობილობის საფუძველზე, ახალი მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისას სკოლასა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან/მშობელთან ფორმდება ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი სკოლის ვალდებულებები, მშობლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები, მოსწავლეთა და მშობელთა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმი და წესი, სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება და ზოგადი ქცევის წესი. მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებაში. მოსწავლის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის ამსახველი დოკუმენტი შინაგანაწესი გამოკრულია სკოლის თვალსაჩინო ადგილზე. აღნიშნულის გაცნობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. მოსწავლესთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებულია კანონმდებლობის შესაბამისი გამჭვირვალე და მკაფიო ხელშეკრულება, სადაც გაწერილია სკოლის უფლებები და მოვალეობები, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლების უფლებები და მოვალეობები, მოსწავლის უფლებები და მოვალეობები, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების გამოყენების წესი და სხვა მნიშვნელოვანი პირობები. სკოლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უზრუნველყოფს დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას. პერსონალის აქტიური მონაწილეობით იგეგმება სკოლის მოსწავლეთა არაფორმალური აქტივობები როგორიცაა ექსკურსიები, თეატრებში გასვლით ღონისძებები, სასკოლო პროექტები და ა.შ. ყველა აღნიშნული ღონისძება ეწყობა კანონით დადგენილლი პროცედურების დაცვით.
სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა ქცევის წესები. ქცევის წესები გამოკრულია დერეფნებში და საკლასო ოთახებში.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულია 2024 წლის ბიუჯეტი , სახელწიფო შესყიდვების გეგმა და შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირი. სკოლის ფინანსურ რესურსს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება, მასწავლებელთა კუთვნილი დანამატი, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, სსსმ მოსწავლის დაფინანსება, სკოლის ექიმის დაფინანსება(01/10/2023).ყოველი ახალი კალენდარული წლისთვის სკოლაში იქმნება ფინანსური საქმიანობის სამოქმედო გეგმა(ბიუჯეტი),რომელსაც განიხილავს, საჭიროებიდან გამომდინარე ცვლილება შეაქვს და ამტკიცებს სკოლის სამეურვეო საბჭო. სკოლის ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია კომუნალური გადასახადების დასაფარავად, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების, საკანცელარიო ნივთების და საგნობრივი კათედრების მიერ მოთხოვნილი სასწავლო რესურსების შესაძენად, ბიბლიოთეკის ფონდის შესავსებად. სკოლას აქვს როგორც ფინანსური რესურსის დაგეგმვის, ასევე მისი განკარგვის და მონიტორინგის სისტემა. დირექცია მუდმივად ხვდება სასკოლო საზოგადოებას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით და ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. თითოეული საჭირო საქონლის შეძენამდე ტარდება ბაზრის კვლევა და მხოლოდ მას შემდეგ ხდება საქონლის შეძენა. ყოველი თვის ბოლოს კეთდება საკასო ხარჯი ბანკის ამონაწერის საფუძველზე. წლის ბოლოს დგება ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი წლის განმავლობაში შემოსული და გახარჯული ფინანსები. სკოლას ჰყავს ბუღალტერი, რომელიც შეიმუშავებს ბიუჯეტს დირექტორთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს.