Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლა

კახეთი · თელავი · თელავი, სოფელი აკურა

Register ID#1143
Students228
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
ნანა ქევხიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
04/10/2023
Authorization end
04/10/2032
First grade admission

Current capacity information

თელავი, სოფელი აკურა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
32
SEN capacity
5
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023-2024 სასწავლო წლის მისია, ხედვა და ღირებულებები, რომელიც შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. მისი შემუშავებისას გათვალისწინებულია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის ინტერესები და საჭიროებები. სკოლას გააზრებული აქვს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ მათგანს ჰქონდეს მიკუთვნებულობისა და თანაშემოქმედობითობის განცდა.

Documents

სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები .pdf19/09/2023 13:10:38 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის სტრუქტურა: 1.მმართველობით ძირითად პროცესებზე პასუხისმგებელი პირები: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭო, ბუღალტერი, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი. 2. მმართველობით პროცესებზე დამხმარე პასუხისმგებელი პირები: სკოლის საქმისმწარმოებელი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, საგნობრივი კათედრები, სპეციალური მასწავლებლები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირის ასისტენტი, ღამის დარაჯები, დამლაგებლები. მათი მოვალეობები სკოლაში გამოკრულია თვალსაჩინო ადგილას.

Documents

სტრუქტურული სქემა .pdf19/09/2023 14:04:15 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა (2023-2030 წ) წარმოადგენს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი მოქმედებების გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის საქმიანობა ეფუძნება საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულ პრინციპებსა და მიდგომებს, რომელსაც საკუთარი დაწესებულების საქმიანობის ძირითად ფუნდამენტად მიიჩნევს. სკოლას მიაჩნია, რომ დაწესებულების თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. წინამდებარე სტარატეგია შექმნილია იმისათვის, რომ სკოლამ შეძლოს მის მიერ დასახული მიზნის გამჭვირვალედ და ჯეროვნად განხორციელება. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის წარმატება და განვითარება მნიშვნელოვანწილად მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობას ეფუძნება. მათ მაღალი პროფესიონალიზმი, დიდი პასუხისმგებლობა, ძალისხმევა და ენთუზიაზმი ესაჭიროებათ იმისთვის, რომ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე, მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიებისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, საკუთარი გამოცდილებისა და უნარების მობილიზება არის საკვანძო საკითხები სკოლის მიერ წარმატების მისაღწევად. სკოლა დარწმუნებულია, რომ მისი სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად და მის მოდიფიცირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სკოლის ყველა დაინტერესებულმა პირმა.

Documents

7 წლიანი გეგმა 2023-2030.pdf19/09/2023 13:40:21 · 0.41 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც არის საჯარო. ასევე, აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების შედეგები, რომელსაც სკოლა გეგმავს, რომ განახორციელოს იქნება საჯარო თითოეული დაინტერესებული პირისთვის, რომლის გაცნობაც შესაძლებელი იქნება ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში.

Documents

2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა.pdf19/09/2023 13:52:36 · 0.13 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სკოლას აქვს სამინიტროს მიერ შემუშავებული შინაგანაწესის პირველად ფორმაზე დაყრდნობით სკოლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებული და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მასწავლებლები, სამეურვეო საბჭოში შემავალი მშობლები, თვითმართველობის წარმომადგენელი. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლასა და მშობელს შორის ფორმდება ხელშკრულება , რომლითაც განსაზღვრულია: სკოლის უფლება-მოვალეობები , მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა უფლებები, მოსწავლის პერსონალური მონაცემების გამოყენება, სასწვლო დრო, დასვენების დრო , უქმე დღეები . ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას. სკოლაში დამტკიცებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, ასევე, განსაზღვრულია რეფერირების პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც შიდა წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მოსწავლეთ უფლებების დაცვას. ამასთანავე, სკოლაში შექნილია დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც მოსწავლეები ახდენენ თავიანთი უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფას. სკოლის თანამშრომლის ან მოსწავლის მიერ მოსწავლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ტარდება ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის პირს ეკისრება დისციპლინური სახდელი. საჩივრის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას, დირექციას, მანდატურს, რომელთა მიერ ხდება სათანადო ღონისძიებების გატარება. მოსწავლეთა ჯანმრთელობის უფლების დაცვას ახორციელებს სკოლის კვალიფიციური ექიმი. სკოლას აქვს მოსწავლეთა უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები , რომელიც ჩაშენებულია შინაგანაწესში და მშობლებთან/ კანონიერ წარმომადგენლებთან სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებლის მიერ მოწვეულ მშობელთა კრებებზე ხდება მისი გაცნობა, რაც ფორმდება- დასტურდება მშობელთან კრების ოქმით . ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 6 1 პუნქტის შესაბამისად, სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულის დაცვით, ყოველწლიურად, ასევე, მობილობის საფუძველზე, ახალი მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისას სკოლასა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან/მშობელთან ფორმდება ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი სკოლის ვალდებულებები, მშობლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები, მოსწავლეთა და მშობელთა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმი და წესი, სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება და ზოგადი ქცევის წესი. მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებაში. მოსწავლის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის ამსახველი დოკუმენტი შინაგანაწესი გამოკრულია სკოლის თვალსაჩინო ადგილზე. აღნიშნულის გაცნობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. მოსწავლესთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებულია კანონმდებლობის შესაბამისი გამჭვირვალე და მკაფიო ხელშეკრულება, სადაც გაწერილია სკოლის უფლებები და მოვალეობები, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლების უფლებები და მოვალეობები, მოსწავლის უფლებები და მოვალეობები, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების გამოყენების წესი და სხვა მნიშვნელოვანი პირობები. სკოლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უზრუნველყოფს დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას. კერძოდ, სკოლაში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. პერსონალის აქტიური მონაწილეობით იგეგმება სკოლის მოსწავლეთა არაფორმალური აქტივობები როგორიცაა ექსკურსიები, თეატრებში გასვლით ღონისძებები, სასკოლო პროექტები და ა.შ. ყველა აღნიშნული ღონისძება ეწყობა კანონით დადგენილლი პროცედურების დაცვით. სკოლა გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას, რათა მიიღოს მოსწავლეთა/დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირი სკოლის პროგრამების, წრეებისა თუ არაფორმალური აქტივობების შესახებ, მიღებული ინფორმაცია გაუზიაროს სასკოლო საზოგადოებას, რათა შეაფასონ წარმოდგენილი უკუკავშირის შესაბამისობა და გაზიარების შემთხვევაში დასახონ მისი გაუმჯობესების გზები და გაითვალისწინონ შემდგომ სასწავლო პროცესში. სკოლამ ქ. თელავის ა(ა) იპ კოლეჯ ,, პრესტიჟი“ -სთან გააფორმა მემორანდუმი ,,სკოლის მოსწავლეებში პროფესილი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს თექაზე მუშაობა. სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელს შორის გაფორმდა მემორენდუმი. სკოლის მიერ შერჩეული იქნა მოსწავლეების ჩართულობაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლას მიღება-ჩაბარების აქტით გადმოეცა სამუშაო ინვენტარი. პროფესიული კოლეჯის წარმომადგენელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით, სკოლის მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, მუშაობდა მოსწავლეებთან. პროექტის დასრულებისას მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტის გამოფენა სასკოლო სივრცეში.

Documents

მემორანდუმი .pdf27/09/2023 12:09:04 · 0.48 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა ქცევის წესები, რომელიც გამოკრულია თვალსაჩინო ადგილას.

Documents

მოსწავლეთა ქცევის წესები .pdf20/09/2023 12:24:58 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

სკოლა უზრუნველყოფს საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსს მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით; სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს და ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას; სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს, სკოლის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა მილენიუმის პროექტის ფარგლებში. სკოლას აქვს სრულად ადაპტირებლი გარემო, რესურს ოთახი, პანდუსი, ადაპტირებული სველი წერტილი. სკოლის შენობის სამივე სართულზე განთავსებულია სველი წერტილები სქესის მიხედვით.

Documents

ინფრასტრუქტურა .pdf27/09/2023 12:19:02 · 2.07 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

სკოლის ფინანსურ რესურსს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება, სკოლის ექიმის თანამდებობრივი სარგო, სსსმ მოსწავლის დაფინანსება, მასწავლებლების კუთვნილი დანამატის და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში სკოლაში იქმნება ფინანსური საქმიანობის სამოქმედო გეგმა - საპროგნოზო ბიუჯეტი, რომელიც წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შეცვლილი ფინანსური დინამიკის შესაბამისად განიხილება, იცვლება და მტკიცდება სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს მიერ. ფინანსური რესურსი ქმნის შესაძლებლობას უზრუნველყოს სკოლამ კომუნალური გადასახადები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, საკანცელარიო ნივთები, საგნობრივი კათედრების მიერ მოთხოვნილი სასწავლო რესუსები და სხვა, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებელად წარიმართოს. სკოლას აქვს, როგორც ფინანსური რესურსის დაგეგმვის, ასევე მისი განკარგვის და მონიტორინგის სისტემა. სკოლის ადმინისტრაცია მუდმივად აორგანიზებს შეხვედრებს სამეურვეო საბჭოსთან, კათედრის ხელმძღვანელებთან, პედაგოგიურ საბჭოსთან, თვითმართველობასთან, ტექნიკურ პერსონალთან და ვთანხმდებით თუ რა ესაჭიროებათ სამუშაო გეგმის შესასრულებლად. ამის შემდეგ ტარდება საბაზრო კვლევა თითოეულ საქონელზე. ასევე, ყოველი თვის ბოლოს კეთდება საკასო ხარჯი ბანკის ამონაწერის საფუძველზე, ხოლო წლის ბოლოს დგება ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შემოსული და გახარჯული ფინანსები. სკოლას ჰყავს ბუღალტერი, რომელიც ფინანსების გათვალისწინებით შეიმუშავებს ბიუჯეტს დირექტორთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭოში, არიან სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მათი ინტერესებისა თუ აზრების გათვალისწინებით ხდება ბიუჯეტის შედგენა. ბიუჯეტი პერიოდულად საჭიროებს გადახედვას და ცვლილებას, რაც განპირობებულია სკოლის ინტერესებიდან.

Documents

2023 წლის ბიუჯეტი.pdf27/09/2023 15:38:47 · 0.26 MB
Download documents on EMIS