დედოფლისწყარო, სოფ. მირზაანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 25
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · დედოფლისწყარო · დედოფლისწყარო, სოფელი ზემო მაჩხაანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
ორგანიზაციის მისია: სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აღჭურვილნი იქნებიან საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით და სოციალურად სწორი ორიენტაციით. სწავლა-სწავლების განხორციელება მოხდება იმ მოთხოვნების დაცვით, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებას, ხარისხიანი განათლების მიღებას, სრულფასოვანი, კომუნიკაბელური,კანონმორჩილი პიროვნების აღზრდას. ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ტოლერანტობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. სკოლის მისიაა გაზარდოს კონკურენტუნარიანი, მიზანსწრაფული და მიზანდასახული თაობა.მოამზადოს აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლე და მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ამიტომ უქმნის მას უსაფრთხო შესაძლებლობებით მდიდარ და ინტელექტუალურ გარემოს, სადაც თითოეულ მათგანს ექნება ხარისხიანი განათლების მიღების გარანტია. ორგანიზაციის ხედვა: სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ განვითარებაზე,რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანამშრომელს გააზრებული აქვს, თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით სწავლა გახდება ეფექტური. ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდუალური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთით და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განვითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ორგანიზაციის ღირებულებები: ობიექტურობა: ჩვენს მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების მიკერძოებულობას. გამჭირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ მზად ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის, კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებული ვართ პრობლემების გადაჭრაზე. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.