დედოფლისწყარო, სოფ. სამთაწყარო
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 30
- Available places
- 25
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · დედოფლისწყარო · დედოფლისწყარო, სოფელი სამთაწყარო, მე-4 ქუჩა N 37
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები მისია: სამთაწყაროს საჯარო სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გამომუშავებას. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაზე, მათთვის შემოქმედებითი და ინოვაციური უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც მათ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი მომავლისთვის. ხედვა: 2031 წლისთვის სამთაწყაროს საჯარო სკოლა მიაღწევს მოსწავლეთა მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობას, რაც განათლების ხარისხის ზრდის მაჩვენებელი იქნება. სკოლა განავითარებს პროფესიულ განათლებას და გახდება რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულება ამ მიმართულებით. მიზანმიმართულად დაინერგება პროფესიული განათლების პროგრამები, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ადრეული ასაკიდანვე შეიძინონ პრაქტიკული უნარები და პროფესიული ცოდნა. ღირებულებები: სამთაწყაროს საჯარო სკოლა ეყრდნობა შემდეგ ძირითად ღირებულებებს: • უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო – მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა კეთილდღეობა არის სკოლის მთავარი პრიორიტეტი; • ინკლუზიურობა – სკოლა ხელს უწყობს ყველა მოსწავლის თანაბარ განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზაციას; • გუნდურობა – თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის დამკვიდრება; • გამჭვირვალობა – სკოლის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების ღიაობა; • სამართლებრივი კულტურა – პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და კანონისადმი პატივისცემის პრინციპების დანერგვა. • ინოვაცია და ტექნოლოგიები – ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე სწავლების მეთოდებს, რომ მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ სამყაროს შეცნობა და მომავლისთვის მომზადება. • ზნეობა და პატრიოტიზმი – ჩვენ ვზრდით პატიოსან, ღირსეულ და სამშობლოს მოყვარულ ახალგაზრდებს, რომლებიც მზად იქნებიან, საზოგადოებაში დადებითი ცვლილებები მოიტანონ. სამთაწყაროს საჯარო სკოლა აქტიურად მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად. ეს მოიცავს: • ეროვნული ფასეულობების განვითარებას – მოსწავლეთა პატრიოტული თვითშეგნების ამაღლება; • მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას – გარემოს დაცვა, რესურსების გონივრული გამოყენება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება; • ლიდერული და სამეწარმეო უნარების განვითარებას – მოსწავლეთა სამომავლო დასაქმებისა და თვითრეალიზაციის მხარდაჭერა; • დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებას – ტოლერანტობის, მრავალფეროვნების აღიარებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება. სამთაწყაროს საჯარო სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე: • გარემოს დაცვა და ეკოლოგიური განათლება; • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა; • სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერება; • კონფლიქტების მართვის სწავლება; • კულტურული მრავალფეროვნების წახალისება; • ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა.
1. დირექტორი - პასუხისმგებელია სკოლის მართვაზე, სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის კოორდინაციაზე. 2.დირექტორის მოადგილე - აორგანიზებს სასწავლო პროცესის მართვას, მასწავლებლების სამუშაოს კოორდინაციას და ყოველდღიური სასწავლო პროცესის მხარდაჭერას. 3.საქმისწარმოებელი - უზრუნველყოფს სკოლის ყოველდღიურ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ საქმეებს. 4.ბუღალტერი - პასუხისმგებელია სკოლის ფინანსურ საკითხებზე, ბიუჯეტის მართვასა და ფინანსური ანგარიშგებების შედგენაზე. 5.დარაჯი - პასუხისმგებელია სკოლის უსაფრთხოებას, ტერიტორიაზე შესვლასა და გამოსვლას, ასევე სკოლაში წესრიგის დაცვას. 6.მატერიალური უზრუნველყოფის მენეჯერი - უზრუნველყოფს სკოლის ინვენტარისა და რესურსების საჭიროების მიხედვით უზრუნველყოფას და მართვას. 7.ცეცხლფარეში - პასუხისმგებელია სკოლის შენობის უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას. 8.დამლაგებელი - პასუხისმგებელია სკოლის სისუფთავეს, შენობისა და კლასების გაწმენდისა და მოვლა-შენახვის საკითხებზე. 9.მასწავლებელი - პასუხისმგებელია საგნების სწავლებაზე, სასწავლო პროცესის განხორციელებაზე და მოსწავლეთა შეფასებაზე. 10.სპეც. მასწავლებელი - უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლებასა და დახმარებას. 11.ექიმი - პასუხისმგებელია სკოლის ჯანმრთელობის საკითხებზე, პირველადი დახმარების გაწევასა და მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგზე. 12.პედაგოგიური საბჭო - აკონტროლებს სასწავლო პროცესს, განსაზღვრავს სასწავლო გეგმებსა და სტანდარტებს. 13.სამეურვეო საბჭო - უზრუნველყოფს სკოლის მართვის ეფექტიანობას, ხვდება მნიშვნელოვან საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებებს. 14.დისციპლინური კომიტეტი - განიხილავს მოსწავლეთა ქცევის დარღვევების საკითხებს და ადგენს შესაბამის ზომებს. 15.თვითმმართველობა - მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იღებს მონაწილეობას სკოლის მართვის პროცესში და წარმართავს სხვადასხვა აქტივობებს.
სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობისათვის შესაბამის ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსებით. სკოლაში ფუნქციონირებს 30 ლეპტოპი, 1 პერსონალური კომპიუტერი. 7 პროექტორი, 3 პრინტერი. გამართული ინტერნეტი, ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზით, სკოლაში არის საკმარისი რაოდენობით სასკოლო ინვენტარი. წიგნადი ფონდი გასაახლებელია, არის შესაბამისობაში სკოლის სასწავლო გარემოსთან. არსებული წიგნადი ფონდით სარგებლობა შეუძლია , როგორს მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ისე მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ისეთი ლიტერატურითაც, რომელთა გატანაც ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება, შეუძლიათ ადგილზე გამოიყენონ სამკითხველო დარბაზი.