ახმეტა, სოფ. დუმაასტური
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 18
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · ახმეტა · ახმეტა, სოფელი დუმასტური
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია ყოველმხრივ, ჰარმონიულად განვითარებული, ჯანსაღი თაობის აღზრდა სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველ და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე გარემოში, აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ ქმედითუნარიანი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეები. სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის მიზანია: თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა; თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე , სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება; მოსწავლეთა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშეწყობა და პატივისცემა; ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ–ჩვევებსა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა. ჩვენი ღირებულებები ჩვენთვის პრიორიტეტულია ის ოთხი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც ჩვენი საქმიანობის საფუძველია, კერძოდ: ● ჯანსაღი თაობის აღზრდა; ● სწრაფვა სრულყოფილებისკენ; ● განვითარება სწავლის საშუალებით; ● გლობალური მოქალაქეობა. ამ ძირეული ღირებულებებით ჩვენ წავახალისებთ დამოუკიდებლად სწავლას და მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ, გაითავისონ პასუხისმგებლობა მრავალფეროვანი კულტურის დაფასების, მისი მიღებითა და ტოლერანტობით. ეს მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ მსოფლიო მოქალაქეები. ჩვენ ვიღწვით, რათა: ● შევქმნათ ინკლუზიური, მრავალფეროვანი სწავლის გარემო; ● განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი მოსწავლეები ინტელექტუალურად, შემოქმედებითად, სოციალურად, ფიზიკურად და ეთიკურად ქართულ კულტურასთან ჰარმონიაში; ● ყურადღება გავამახვილოთ აკადემიურ სრულყოფილებასა და კეთილსინდისიერებაზე; ● ხელი შევუწყოთ ჯანსაღი თაობის აღზრდას.
სკოლის სტრუქტურა შედგება დირექვია-ადმინისტრაციისგან, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოსაგან, დისციპლინური კომიტეტისა და მოსწავლეთა თვითმმართველობისაგან. ფუნქციონირებს კლუბები : ეკო-კლუბი, ფეხბურთის წრე, ჭიდაობის წრე. თითოეული თანამშრომლის მოვალეობა ჩადებულია ხელშეკრულებებში, შემუშავებული გვაქვს ხარისხის მართვის და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის დებულება, უსაფრთხოების დებულება, მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება, დისგიპლინური კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით №167/ნ „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად და 2017 წლის 9 მარტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების №36/ნ „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შესაბამისად. სკოლის შინაგანაწესის გათვალისწინებით. სასკოლო საზოგადოების მუშაობა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას ეროვნულ მიზნებს და საქართველოს კანონს ზოგადი განათლების შესახებ. ვეცნობით და ვითავისებთ მათში შესულ ყველა ცვლილებას
სკოლის ხედვა შემუშავებულია სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე და გათვალისწინებულია სასკოლო საზოგადოების და თემის ინტერესები და შესაბამისად შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობით. სკოლის განვითარებისათვის შექმნილია ექვსწლიანი სტრატეგიული და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. სასკოლო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. სტრატეგიულ გეგმაში აღწერილია განსახორციელებელი ამოცანები და განხორციელების გზები: სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა, უსაფრთხო, ჯანსაღი და ორგანიზებული გარემოს შექმნა, სადამრიგებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, საგნობრივი კათედრების ფუნქციონირების ხელშეწყობა, პედაგოგთა პროფესიული განვითარება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება: სკოლის კომპიუტერიზაცია, სკოლის ტექნიკურად აღჭურვის ხელშეწყობა, სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტური ფუნქციონერების ხელშეწყობა; სკოლის მართვა და გადაწყვეტილებების დროული მიღება თანამშრომლობით. სკოლის საკანომდებლო ბაზის დახვეწა, სკოლის ფინანსური მართვა და კონტროლი, სკოლის პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობა. ერთწლიან გეგმაში თვეების მიხედვით დეტალურადაა გაწერილი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები.
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 1.1 სკოლის დოკუმენტაციის: სკოლის შინაგანაწესის, სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი სამეურვეო საბჭო 1.2 საქმისწარმოების ერთიანი სისტემის წარმოება დირექცია, საქმისმწარმოებელი 1.3 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი, 1.4 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო 1.5 სკოლის 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი, 1.6 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და ხარისხის განვითარების მიზნით პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მუშაობა დირექტორი, პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი კათედრები მასწავლებლები 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 2.1 სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება. დირექტორი, მონიტორინგის ჯგუფი 2.1 მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა დირექტორი, მასწავლებელები, სპეციალური მასწავლებელი 2.2 კათედრების მიერ რეკომენდაციების შემუშავება თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით; შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ახალი სკოლის მოდელის დანერგვაზე მუშაობა კათედრები 2.3 საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაცია ინტეგრირებული სწავლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დირექტორი, მასწავლებლები, ისტ-ის მასწავლებელი 2.4 ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და განვითარების მუდმივი კონტროლი პროფესიული მხარგაჭერის ჯგუფი დირექტორი, 2.5 საგნობრივი კათედრების სამუშაო გეგმების შემუშავება, დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა. საგნობრივი კათედრები 2.6 სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებლის საათის ჩატარება დირექტორი დამრიგებელი 2.7 კლასების მიხედვით დამრიგებლის ფუნქციის განსაზღვრა დირექტორი 2.8 მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა, რეიტინგის განსაზღვრა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება დირექტორი მასწავლებლები. 2.9 შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, საოლიმპიადო ჯგუფების დაკომპლექტება სხვადასხვა საგნებში დირექტორი, კათედრები, შესაბამისი საგნის პედაგოგები 2.10 შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა (პროექტები, პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და ა.შ.) ორგანიზება დირექტორი, დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები 2.11 კლუბური მუშაობის დანერგვა და მართვა დირექტორი მოსწავლეთა თვითმმართველობა დამრიგებლები, მასწავლებლები 2.12 სკოლის მიერ მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შეთავაზება დირექტორი. 3. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 3.1 სკოლის დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრება დირექტორი, სამეურვეო საბჭო 3.2 მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება დირექტორი 3.3 სკოლის საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ფუნქციების გადანაწილება გუნდური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის. დირექტორი, სამეურვეო საბჭო 3.4 მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოს შექმნა სამეურვეო საბჭო 4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 4.1. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის დახვეწა და განვითარება. დირექტორი, საქმისმწარმოებელი 4.2. სკოლის მონაცემთა ბაზის ელექტრონულ ფორმატში ორგანიზება საქმისმწარმოებელი 5. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 5.1. სკოლის კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება დირექტორი. ბუღალტერი 5.2. სკოლის ექიმის კაბინეტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება დირექტორი; ბუღალტერი სკოლის ექიმი. 5.3. შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დირექტორი ბუღალტერი 6. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 6.1. სკოლის შევსება კომპიუტერებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით პროექტორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა. დირექტორი, ბუღალტერი 6.2. წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება. დირექტორი, ბუღალტერი ბიბლიოთეკარი 6.3. მ
საგნობრივი კურიკულუმები შემუშავებულია თითოეული საგნისა და კლასის მიხედვით, მოსწავლეების ასაკის გათვალისწინებით. დავგეგმეთ როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე. მასწავლებლები ცდილობენ თითოეული გაკვეთილი დაგეგმონ კლასის მოსწავლეებზე დაყრდნობით, მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით, დიფერენცირებული სწავლების გამოყენებით. მასწავლებლები ცდილობენ დავალებების ინსტრუქცია გაკვეთილის ფარგლებში გასაგებად მიაწოდონ მოსწავლეებს და აძლევენ შესაძლებლობას სხვადასხვა სახით წარმოადგინონშესრულებული დავალება, მათთვის მოსახერხებელი ფორმით, რაც მისაღები და სასიამოვნოა მოსწავლეებისთვის. ეჩვევიან სწავლას კეთებით, რაც მათი მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს. შედგენილი საგნობრივი კურიკულუმები წარმოადგენს მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის გზას. 21-ე საუკუნის გლობალური უნარები: ფუნდამენტური, მეცნიერული, ციფრული, ფინანსური, სამოქალაქო წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, კოლაბორაცია, თანამშრომლობა, კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა, ინიციატივიანობა, სიმტკიცე, გამბედაობა, სოციალურ-კულტურული ცნობიერება, სოციალური ურთიერთობა და სხვა გათვალისწინებულია საგნობრივ კურიკულუმში. გაკვეთილები ისეა დაგეგმილი, რომ მოიცავს აღნიშნული უნარების განვითარებას. სკოლაში შექმნილია მკითხველთა კლუბი, ლიტერატურული წრე, სკოლაში ფუნქციონირებდა პროექტი კინო-სკოლაში, მეწარმეობა, რომლის ფარგლეში მოსწავლეებმა დაწერეს პროექტები, გაიმარჯვეს და შეიძინეს სათიბი, რითაც მარტოხელა მოხუცებულებს ეხმარებოდა. ჩვენ სკოლას აქვს გარკვეული გამოცდილება სხავადასხვა პროექტების განხორციელების, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, თავისუფალი გაკვეთილები: ფეხბურთის სწავლება, წიგნიერება, თექაზე მუშაობა, სუვენირების დამზადება, ფოტოგრაფია, რა,სად, როდის?, მუსიკა, ცეკვა, კინო-სკოლაში, რომლის ფარგლებში მოსწავლეების შექმნილმა ფილმა მოიპოვა კონკურსში მეორე ადგილი, სხვადასხვა ნომინაციაში დიპლომები და სიგელები. სკოლაში განხორციელდა პროექტი მეწარმეობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეების პროექტებიდან სამი დაფინანსდა. თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში შევიძინეთ სპორტული ინვენტარი, სხვადასხვა რესურსები, საკანცელარიო ნივთები, ფოტოპრინტერი, დინამიკები. სპორტში მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით უამრავი სიგელი და დიპლომი აქვს მოპოვებული.სკოლაში შექმნილია ეკო-კლუბი, რომლის ფარგლებშიგანხორციელდა საინტერესო აქტივობები გარემოს დაცვის და კვლევის მიმართულებით. ამ გამოცდილებებმა და სასკოლო კულტურამ ხელი შეგვიწყო სასკოლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 2 .შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა 1.დაუშვებელია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში. 2.დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. დასაქმებულს უფლება აქვს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. 4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. 5. სკოლაში დასაქმებულებისთვის ამ მუხლისაგან განსხვავებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, შესვენების, დასვენებისა და სამუშაო დრო შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 6. სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიებისთვის საჭირო დრო, რომელიც ემთხვევა უქმე საათებს შეიძლება ანაზღაურდეს სხვა დროს დამატებითი დასვენების ხარჯზე სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. მუხლი 4. სამუშაო დროის აღრიცხვა 1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა წარმოებს ჟურნალის ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. ყველა დასაქმებული ვალდებულია სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების რეგისტრაცია ასა
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლას 2013 წლის 10 -ივნისიდან სარგებლობის უფლებით სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სოფელ დუმასტურის სკოლის, ქვემო და შუა ხალაწნის დაწყებით სკოლების ფართი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. შენობა არის 3 სართულიანი, პირველ სართულზე განთავსებულია 3-საკლასო ოთახი,სველი წერტილი, მეორე სართულზე - დირექტორის კაბინეტი, სამასწავლებლო, , კომპიუტერული ლაბორატორია , 4- საკლასო ოთახი, მესამე სართულზე - 6 საკლასო ოთახი და 1-სააქტო დარბაზი.სკოლასთან მიერთებულია ქვემო და შუა ხალაწნის დაწყებითი სკოლები.სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლაში ორი სართულის საკლასო ოთახები არის რეაბილიტირებული,მე-3 სართულზე ბიბლიოთეკა სააქტო დარბაზი. ხოლო მესამე სართულის სხვა ოთახები არის სარეაბილიტაციო .ქვემო ხალაწნის დაწყებით სკოლა არის ავარიული საჭიროებს ახლის მშენებლობას. შუა ხალაწნის დაწყებით სკოლა არის რეაბილიტირებული.
სკოლა ფუინანსდება 160 მოსწავლემდე სპეციალური დაფინანსებით და ემატება შემავალ 2 სკოლაზე დაფინანსების 12%. ასევე ირიცხება სტატუსის დანამატი, ექთნის ანაზღაურება , უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ანაზღაურება და სკოლას აქვს სხვა ეკონომიური შემოსავალი