Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა

კახეთი · ახმეტა · ახმეტა, სოფელი ოჟიო

Register ID#1130
Students120
Teachers29
Buildings3
School profile

General information

Principal
ჟანა ახალკაციშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ახმეტა, სოფ.კოღოთო

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
23
SEN capacity
3
Available SEN places
3

ახმეტა, სოფ.ჩაბინაანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
25
SEN capacity
2
Available SEN places
2

ახმეტა, სოფელი ოჟიო

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
23
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა პირველი საგანმანათლებლო კერაა სოფელი ოჟიოში რომელსაც თითქმის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. სკოლის მისიაა შექმნას პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ლირებულებების მატარებელი,თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.განუვითაროს მოზარდს ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევები.დაამკვიდროს ცხოვრების ჯანსაღი წესი.მოსწავლეებს განუვითაროს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს ოჯახის,საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ხედვაა, იყოს კონკურენტუნარიანი და ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა, იზრუნოს სხვა სკოლებისთვის გამოცდილების გაზიარებაზე; იყოს ფოკუსირებული განათლების ხარისხზე, უწყვეტ განვითარებაზე, ინოვიციური მიდგომების დანერგვასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • პატრიოტიზმი • სამართლიანობა • გამჭვირვალობა • პასუხისმგებლობა • თანამშრომლობა • ურთიერთპატივისცემა • ტოლერანტობა • ობიექტურობა • განვითარება და ინოვაციურობა

Structure1 additional item

ოჟიოს საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები

Documents

1.1 სკოლის სტრუქტურა (1).pdf01/04/2025 12:51:46 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრატეგიული განვითარების გეგმა (2024-2031წწ.) წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებულ შვიდწლიან სტრატეგიულ განაცხადს, რომელიც მოიცავს სკოლის ისტორიის მოკლე მიმოხილვას, ხედვასა და ღირებულებებს, რომელსაც სკოლა იზიარებს და ავითარებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რაც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მისი განვითარების საფუძველს ქმნის. მოცემულ სტრატეგიის დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს, ან შესაძლოა მოახდინოს, სკოლის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირებაზე. სკოლის მიზანია, საკუთარი მისიისა და ხედვის საპასუხოდ, დაწესებულებამ დანერგოს და შეიმუშავოს ხარისხის მექანიზმები, ხელი შეუწყოს საკომუნიკაციო არხების გამართულად ფუნქციონირების პროცესს, მოახდინოს ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება და ყოველივე ამის ფონზე დაიკავოს ლიდერი პოზიცია კონკურენტულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. სტრატეგიული განვითარების გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოების მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა. სკოლის მართვის სტილი ეყრდნობა თანამშრომლობით დემოკრატიის პრინციპებს, ფუნქციათა დელეგირებას, ურთიერთნდობასა და გამჭვირვალეობას, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში (პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები) მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას და ინსტიტუციურ განვითარებაზე ორიენტირებულობას. სკოლა ცდილობს შექმნას განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და ხელი შეუწყოს მოსწავლეების პიროვნულ, კოგნიტურ, სოციალურ თუ ემოციურ განვითარებას, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა თანამედროვე სამყაროში ჰარმონიული ადაპტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას. სტრატეგიული განვითრების მიზნების შესრულებისთვის საჭირო აქტივობები გაწერილი არის სამოქმედო გეგმებში, რომლიც უშუალოდ სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და კონკრეტული ამოცანების ეფექტურად განხორციელებას მოიაზრებს, სადაც ჩამოყალიბებულია მიზნები და ამოცანები, ასევე ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები. მისი გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მოხდება საჭიროებისამებრ. სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილია სკოლის პრიორიტეტები, ჩამოყალიბებულია ინსტიტუციური განვითარების ხედვა, ღირებულებები, რომლებიც ეყრდნობა სკოლის მისიას და ორგანიზაციაში ჩატარებულ SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ არსებით საკითხებს დაწესებულების ძლიერი და სუსტი მხარების განსაზღვრისა, ასევე, გარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზს.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2024-2031სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა.docx01/04/2025 12:26:32 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

მოცემული სამოქმედო გეგმა, წამოადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების, ერთწლიან საორიენტაციო დოკუმენტს 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა.docx01/04/2025 12:16:11 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanismsText information

ამონარიდი სკოლის შინაგანაწესიდან მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).

FinancesText information

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი და 2025 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მიბმული ფაილის სახით.