თბილისი, ისანი-სამგორი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №131
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 0
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 3
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №131
Open a section to view its text, related links, and document listing.
ორგანიზაციის მისია: აღზარდოს უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ჰარმონიულად გარესამყაროში და გარესამყაროსთან ერთად, გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე, აქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული მაღალი სამოქალაქო ცნობიერება. ორგანიზაციის ხედვა: სკოლის ხედვაა, მისიის მისაღწევად შექმნას მუდმივად განახდებადი, ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეფექტური, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლე შეძლებს აკადემიური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, თითოეული ტიპის მსწავლელი შეძლებს მრავალმხრივი და ემოციური ინტელექტის, სასიცოცხლო უნარ ჩვევების განვითარებას. ჰყავდეს მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო თემი, დაამკვიდროს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული და თანამონაწილეობითი კულტურა. ორგანიზაციის ღირებულებები: სსიპ ქალაქ თბილისის N85 საჯარო სკოლის ღირებულებები გამოხატავს ორგანიზაციის რწმენას, შეხედულებებს, იდეალებსა, ეთიკურ სტანდარტებს და ტრადიციებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ორგანიზაციის ფუნქციონირებას. თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: • სამართლიანობა • პროფესიონალიზმი • ურთიერთთანამშრომლობა • ობიექტურობა, • მიუკერძოებლობა • ურთიერთპატივისცემა • ინოვაციური მიდგომები, ინიციატივების მხარდაჭერა • პროფესიული ზრდა
სსიპ ქალაქ თბილისის N85 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმის მიზანია განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც ორგანიზაცია იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. წინამდებარე სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით ორგანიზაცია უზიარებს დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციის ხედვას, მისიას და ღირებულებებს, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. სკოლის სტრატეგიული გეგმა გაწერილია შვიდწლიან პერიოდზე და მოიცავს 2023-2030 წლებს. სტრატეგიული გეგმა ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე. სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით, დირექტორის ბრძანების საფუძველზე (ბრძანების N1-35/02, 29.05.23), 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს შეიქმნა სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფში ასევე ჩაერთო მშობელთა კორპუსი და მოსწავლეთა საბაზო-საშუალო საფეხურის წარმომადგენლები. ჯგუფმა მოახდინა საჭიროებების შეფასება. ორგანიზაციის შესაძლებლობების და საქმიანი გარემოს შესასწავლად გამოყენებული იქნა SWOT (ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) ანალიზის მეთოდი. იგი ეყრდნობოდა მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის შედეგებს, სკოლაში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, დოკუმენტაციის შესწავლას, მეორადი მონაცემების ანალიზს.
1. პროექტები (N1 მიბმული ფაილი) 2. კურიკულუმები (N4 მიბმული ფაილი) 3. კლუბის წესდება (N3 მიბმული ფაილი) 4. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა-ამორიცხვის წესი (N2 მიბმული ფაილი)
შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. უფრო ვრცლად იხილეთ მიბმული ფაილი
1. განმარტებითი ბარათი (N1 მიბმული ფაილი) 2. დაფინანსების დინამიკა (N2 მიბმული ფაილი) 3. 10 დეკემბრის ანგარიშები ფინანსური და სასწ. პროც. შესახებ 4. დანართი N2 2024 ბიუჯეტი