ხონის რაიონი სოფელი ქუტირი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 18
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. ქუტირი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული უსაფრთხო, ხარისხიანი სასწავლო პროცესის ორგანიზებით, გამოავლინოს და განავითაროს მოსწავლეთა შესაძლებლობები, უნარები, ხელი შეუწყოს მათ ჩამოყალიბებას სიახლის მაძიებელ განათლებულ, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნებებად, აზიაროს მეცნიერებათა საფუძვლებს და დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში. ხედვა: სკოლამ შექმნას უსაფრთხო გარემო და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვით, უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების მიცემა მოსწავლეების განსხვავებული საწყისი მონაცემების, უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, რაც იქნება საფუძველი აღზარდოს კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეები. სკოლის მიზანი: ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი, უსაფრთხო საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ზოგადი განათლების მიცემა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ინტელექტუალურ და პიროვნულ განვითარებას. დასახული მიზნების მისაღწევად ქუტირის საჯარო სკოლის პრიორიტეტებია: • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა; • სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა • მატერიალური–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; • ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა • დიფერენცირებული სწავლების დანერგვა • პედაგოგთა პროფესიული განვითარება; • საზოგადოებაში აღიარებული ფასეულობების დამკვიდრება; • მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დაცვა ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან; • მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის, ეროვნული ღირებულებებისა და მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა დაფასების ტრადიციების დამკვიდრება.