Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის №3 საჯარო სკოლა

იმერეთი · ხონი · ხონი, რეზო შამათავას ქ. №16

Register ID#1121
Students428
Teachers37
Buildings1
School profile

General information

Principal
ვერა ბენიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/09/2023
Authorization end
27/09/2032
First grade admission

Current capacity information

ხონი, რეზო შამათავას I ჩ. №7

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
1
SEN capacity
5
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია სსიპ ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის მისია არის გამოავლინოს და განავითაროს მოსწავლეთა და პროფესიულ სტუდენტთა პოტენციალი. მოამზადოს ისინი მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. მოსწავლეებსა და პროფესიულ სტუდენტებს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში შესთავაზოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროცესი. ხელი შეუწყოს მათ ჩამოყალიბებას სიახლის მაძიებელ განათლებულ პიროვნებებად. ერთიანი საგანმანათლებლო მრავალპროფილური პროფესიული პროგრამების სივრცის შექმნით, ხელი შეუწყოს რეგიონის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს ინდივიდუალურ პროფესიულ განვითარებაში. დაეხმაროს მათ ჩამოყალიბდნენ შრომის ბაზარზე ორიენტირებულ, კონკურენტუნარიან, კვალიფიციურ მოქალაქეებად და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხედვა ჩვენი ხედვა ეფუძნება ძლიერ კონკურენტუნარიან მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლას, რომელიც სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ფიქრობს გახდეს ლიდერი სასწავლებელი ზოგად და პროფესიულ ინტეგრირებულ საგანმანათლებლო სივრცეში. 2032 წლისთვის შესთავაზოს მოსწავლეებს/პროფესიულ სტუდენტებს მინიმუმ სამი პროფესიული პროგრამა. უახლესი სტანდარტების დანერგვით ხელი შეუწყოს უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას. ღირებულებები ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა; დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; ობიექტურობა და გამჭვირვალობა; საქმისადმი ერთგულება და პასუხისმგებლობა; თამანშრომლობითი კულტურის განვითარება; მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.

Structure1 additional item

სსიპ ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის სტრუქტურა სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექტორი 2 დირექტორის მოადგილე; 3 სკოლის ბუღალტერი. 4.ფროფესიული ინტეგრირებული პროგრამის კოორდინატორი 5.პროფესიული ინტეგრირებული პროგრამის ხარისხის მართვის მენეჯერი ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. პედაგოგიური საბჭო; 2. სამეურვეო საბჭო; 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა 4.დისციპლინური კომიტეტი 5.მრჩეველთა საბჭო 6.კლასის დამრიგებელი 7.კათედრა 8.საქმისმწარმოებელი 9. საინფორმაციო მენეჯერი 10. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 11. ბიბლიოთეკარი 12. სკოლის ექიმი 13. სპეციალური მასწავლებელი 14.ენისა და მეტყველების სპეციალისტი 15.სსსმ მოსწავლის ასისტენტი 16. მანდატური 17. დამლაგებელი 18. დარაჯი

Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვიტარების გეგმა2023-2030.pdf28/10/2025 14:28:37 · 12.52 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report
Programs and support services4 additional items

Documents

სსსმ საგანმანატლებლო სეწვისების მიწოდების წესი.pdf28/10/2025 14:21:14 · 0.09 MB
მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის დებულება.pdf28/10/2025 14:21:15 · 0.03 MB
მოსწავლეთა მხარდაჭერის მექანიზმი.pdf28/10/2025 14:21:15 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი თავი I.ზოგადი დებულებები მუხლი 1.წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლა დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრების განხილვის წესი (შემდგომში წესი) რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენელზე, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ, პირზე, რომელსაც სურს სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში განცხადების საჩივრის მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი2.სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარმოდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის ,მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა რომელსაც აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე გადაწყვეტილებაზე. მუხლი3.განცხადების /საჩივრის წარდგენის წესი. 3.1 სკოლაში საჩივრის/ განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისიტემის (eflow) საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ,რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით) • მოთხოვნას: • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას. • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის/გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში) • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს(ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4.განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები. 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია ,მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა ,თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5.საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1 საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული/კომისია ,რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2 საჩივრის განხილვის ვადაა 1 თვე. 5.3 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა ,შესაბამისი პირი/სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4 ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5 საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5.6 სკოლის მიერ მომზადებული კორესპოდენციაში , საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

Documents

საჩივრის განხილვისწესი.pdf28/10/2025 14:10:00 · 0.1 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სსიპ ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად საუკეთესო მდგონმარეობაშია. 2019 წელს ათასწლეული გამოწვევის პროგრამის ფარგლებში მილენიუმის პროექტით ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სკოლა აღჭურვილია wi-fi სისტემით, დაფარვა ხორციელდება სკოლის მთელ ტერიტორიაზე. გვაქვს სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია. ასევე, სკოლას ,,ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში გადმოეცა 32 ლეპტოპი, ხოლო ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებიტ 18 ლეპტოპი. გვაქვს პრინტერისა და ქსეროქსის, როგორც შავთეთრი ასევე ფერადი აპარატები და პროექტორები. სსიპ ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის ციფრული განვითარების გეგმა 1. სკოლა გეგმავს ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენებას რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ხარისხიანად ვაწარმოოთ ინფორმაციის მოპოვება, კვლევა, ორგანიზება, შეფასება და სხვა აქტივობები, რომელიც სწავლა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია. ვგეგმავთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა სახის ელექტრონული და ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობისა და მასში ჩართვის საშუალებას მოგვცემს. მათ შორის იქნება თანამედროვე საინფორმაციო, შემეცნებითი წყაროები, რომელშიც იგულისხმება როგორც ტექსტური, ისე ვიდეო მასალები, სხვადასხვა განმავითარებელი პროგრამები და ა.შ. სკოლა აქტივობებს განახორციელებს სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებით შევქმნით ახალ პროდუქტებს, შევძლებთ კომუნიკაციას და კოლაბორაციას, ინფორმაციის მოძიებას, კვლევა და სხვა. 2. ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი მიდგომების დანერგვის კუთხით შექმნის მასწავლებელთა ჯგუფებს. 2024-2025 წლის I სემესტრში შეირჩევიან პირველი ჯგუფის მასწავლებლები, რომლებსაც ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთება, რომ აქვთ მინიმალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპეტენცია. იმავე კვლევის საფუძველზე სკოლა შეარჩევს მეორე ჯგუფის რამდენიმე მენტორ პედაგოგს, რომლებიც დახმარებას გაუწევენ პირველი ჯგუფის მასწავლებლებს ციფრული სწავლების კუთხით. კერძოდ, შეირჩევა რამდენიმე ონლაინ-ინსტრუმენტი/პლათფორმა და მოხდება მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცესში ციფრული რესურსების დანერგვის პროცესს წარმართავენ მეორე ჯგუფის მენტორი პედაგოგები, რომლებთანაც მოხდება გაკვეთილებზე დასწრება. ასევე დამატებით დაიგეგმება საერთო სამუშაო სივრცეში შეხვედრები, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, რაც დაეხმარება პირველი ჯგუფის მასწავლებლებს ციფრული ინსტრუმენტის გაანალიზება-შესწავლაში. ეს პროცესი მიზნად ისახავს შემდგომში პირველი ჯგუფის მასწავლებლებმა თავად დანერგონ ონლაინ რესურსები და ინსტრუმენტები სასწავლო პროცესში, დამოუკიდებლად შექმნან დამატებით ციფრულ რესურსები. სკოლა მოხალისეობის პრინციპით შეარჩევს საშუალო საფეხურის X-XI კლასების მოსწავლეებს რომლებიც ონლაინ რესურსების და ინსტრუმენტების დანერგვის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, დაეხმარებიან მასწავლებლებს სხვადასხვა ინსტრუმენტების ათვისებაში. 3. ახალი მიდგომების დანერგვის კუთხით სკოლა მოიაზრებს, დამატებითი ონლაინ-ინსტრუმენტების და რესურსების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში, სკოლა გეგმავს დაინერგოს ციფრული კულტურა სკოლაში. ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტების, კომპლექსური საშინაო დავალებების შესრულება. სასწავლო პრაქტიკაში ახალი მიდგომების დანერგვა მობილური ტელეფონების, ელ-ფოსტის, ღრუბლოვანი საცავის და პირწიგნაკის ჯგუფების აქტიურად გამოყენება. კლასების მიხედვით შექმნილი ონლაინ საცავის შექმნა, მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების ასატვირთად. ასევე სკოლა გეგმავს შექმნას რესურსების ბანკი სადაც საგნის მასწავლებლები ატვირთავენ და გაამზადებენ თემის მიხედვით საჭირო ტუტორიალ-გზამკვლევს და მასალებს. ახალი მიდგომების დანერგვა მიზნად ისახავს წახალისდნენ მოსწავლეები სკოლაში ეფექტურად გამოიყენონ ტექნოლოგიები ყველა საგნის სწავლებისას.

Finances1 additional item

2025 წლის ბიუჯეტი 1 შემოსავლები 930 147.00 1.1 ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება 925 138.00 1.11 ვაუჩერული დაფინანსება 891 155 1.142 სამინისტროს მხრიდან განხორციელებული პროგრამული დაფინანსება(ექიმი,სსსმ, სამხედრო საქმე ) 34019.00 1.3 ეკონომიკური საქმიანობა (კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები) 5013.00 2 ხარჯები 527625.00 21 შრომის ანაზღაურება 892 602.00 22 საქონელი და მომსახურება 38 511.00 223 ოფისის ხარჯები 28 209.00 22312 კომუნალური ხარჯი 15 900.00 226 სამედიცინო ხარჯები 300.00 2210 სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 9 700.00 27 სოციალური უზრუნველყოფა 4300.00 31 არაფინანსური აქტივების ზრდა 1300.00 ბალანსი 0.00