Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლა

იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. ნახახულევი

Register ID#1116
Students89
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
ნამზირა სულაბერიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ხონი, სოფ. ნახახულევი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
22
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ–ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ–დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა. სწავლება სამსაფეხურიანია: დაწყებითი; საბაზო და საშუალო სამივე საფეხურზე ერთმანეთისგან განუყოფლად, მიზნობრივად, მიმდინარეობს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დირექტორის მიერ დამტკიცებული საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით: ცხრილი დგება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით, მასწავლებელთა დატვირთვის შესაბამისად. მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სასწავლო პროცესის წარმართვისა და მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობის პარალერულად ჰქონდეთ პროფესიული განვითარებისათვის საჭირო დროის რესურსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) საშუალო (X-XII კლასები) საფეხურზე . დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

StructureText information

სკოლის ადმინისტრაცია 1.საქმისმწარმოებელი 2.ბიბლიოთეკარი ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. პედაგოგიური საბჭო; 2. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 3. სამეურვეო საბჭო; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობა 5. დისციპლინური კომიტეტი 6. მრჩეველთა საბჭო 7. კლასის დამრიგებელი 8. საგნობრივი კათედრები 9. სკოლის ექიმი 10. დამლაგებელი 11. დარაჯი 12. მუშა 13. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი

Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი განვითარების გეგმა .pdf15/04/2024 09:16:54 · 0.6 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2023-2024 (1).pdf12/04/2024 13:24:27 · 0.38 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში

Documents

შინაგანაწესი.pdf12/04/2024 13:44:20 · 0.37 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item