ხონი, სოფ. ნამაშევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 21
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. ახალშენი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: სსიპ - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს პიროვნება, რომელიც შეძლებს უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს და ამასთანავე, მტკიცედ ეყრდნობოდეს ეროვნულ ფესვებს. ნამაშევის საჯაროს სკოლის პრიორიტეტებია: • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა; • სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; • მატერიალური–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; • პედაგოგთა პროფესიული განვითარება; • საზოგადოებაში აღიარებული ფასეულობების დამკვიდრება; • მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დაცვა ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან; • მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის, ეროვნული ღირებულებებისა და მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა დაფასების ტრადიციების დამკვიდრება. მისიის განხორციელების შედეგად სკოლის თითოეული მოსწავლე აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნით, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით და სოციალურად სწორი ორიენტაციით. ხედვა: ჩვენი ხედვა ეფუძნება მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლას, რომელიც მუდმივად ზრუნავს სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმატებას, მოსწავლეებში ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და სოციალურად სწორი ორიენტაციის განვითარებას. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის სტრუქტურა სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექტორი 2 სკოლის ბუღალტერი. სკოლის ადმინისტრაცია 1.საქმისმწარმოებელი 2.ბიბლიოთეკარი ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. პედაგოგიური საბჭო; 2. ხარისხის ჯგუფი 3. სამეურვეო საბჭო; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობა 5. დისციპლინური კომიტეტი 6. მრჩეველთა საბჭო 7. კლასის დამრიგებელი 8. საგნობრივი კათედრები 9. სკოლის ექთანი 10. სპეციალური მასწავლებელი 11. დამლაგებელი 12. დარაჯი 13. მუშა 14. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი 15. ცეცხლფარეში 16. წრის ხელმძღვანელი 17. სსსმ პირის ასისტენტი 18. მისია ხედვა ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმვის მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
დამატებითი მომსახურების თვალსაზრისით სკოლა მოსწავლეებს თავაზოსბს სატრანსპორტო მომსახურებას, თუმცა,სკოლა არ აფორმებს ხელშეკრულებას მძღოლთან, არც ფინანსურს ანგარიშგებას აწარმოებს, მაგრამ სკოლას გააჩნია თავისი ვალდებულებები მონიტორინგის თვალსაზრისით, , სკოლა აწარმოებს ყოველდღიურ ტაბელს და აწვდის სატრანსპორტო კომპანიას. 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და საამღზრდელო მომსახურეობის გაწევის მიზნით სკოლაში ფუნქციონირებს უფასო • ქართული ცეკვის წრე. სკოლაში ასევე 2025-2026 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობის ინტელექტ-კლუბი „ლოგოსი“ და კლუბი კინო სკოლაში"
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში