ხონი, სოფ. მათხოჯი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 19
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. მათხოჯი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: სსიპ- ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი მათხოჯის საჯარო სკოლის მისია შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. ქვეყნის ინტერესებიდან, ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აღზარდოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის, ღია სამოქალაქო საზოგადოების, კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მოსწავლე–ახალგაზრდობა. სკოლის მისიის მიზანია ინოვაციური, თანამშრომლობითი, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფით, ასევე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის სჭირო ყველა პირობის შექმნით, განათლების სფეროში მოქმედი კანონების დაცვით თანაბარი შესაძლებლობების საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, აგრეთვე ტოლერანტული თვისებების მატარებელი, ფიზიკურად და ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდობის აღზრდა, მოსწავლე–ახალგაზდობისათვის საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრისა და ამის მიხედვით საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის. სკოლის მისია გაცხადებულია სასკოლო სასწავლო გეგმაში და სტრატეგიულ გეგმაში. სკოლის ხედვა: სსიპ- ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი მათხოჯის საჯარო სკოლის ხედვა უკავშირდება შემდეგს: განათლება არის გაზიარებული პასუხისმგებლობა მოსწავლეებს, ოჯახებს, სკოლის პერსონალსა და სასკოლო საზოგადოებას შორის, ყველა მოსწავლისთვის შექმნილია ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს იმისთვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესს ხელი შეუწყოს, სწავლება და სწავლა არის უწყვეტი პროცესი, სკოლა ამზადებს მოსწავლეებს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ წარმატებული მოქალაქეები. სკოლის ღირებულებები: სსიპ- ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი მათხოჯის საჯარო სკოლის ღირებულებებია: • სამართლიანობა • გუნდურობა/თანამშრომლობა • ზრუნვა • ღიაობა სკოლის მისია გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან. • ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • გუნდურობა: ეფექტურად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია როლების შესაბამისი გადანაწილება. ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაცნობიერებული გვაქვს საკუთარი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ის ოდენობა, რაც კონკრეტულად როლიდან გამომდინარეობს. • გამჭვირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • დემოკრატიული მართვა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების გზებს.
მოკლე ინფორმაცია სსიპ ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის სტრუქტურა სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექტორი 2. დირექტორის მოადგილე 3. სკოლის ბუღალტერი. სკოლის ადმინისტრაცია 1.საქმისმწარმოებელი 2.ბიბლიოთეკარი ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. პედაგოგიური საბჭო; 2. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 3. სამეურვეო საბჭო; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობა 5. დისციპლინური კომიტეტი 6. მრჩეველთა საბჭო 7. კლასის დამრიგებელი 8. საგნობრივი კათედრები 9. სკოლის ექიმი 10. სპეციალური მასწავლებელი 11. დამლაგებელი 12. დარაჯი 13. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი 14. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლაში ასევე 2021-2022 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი „ხმა მომავლიდან“.
მოკლე ინფორმაცია ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში