ხონი, სოფ. კონტუათი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 21
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. კონტუათი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ-იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე,შემოქმედი,კომუნიკაბელური,ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის აღზრდაზე, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული,ეკონომიური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვის, განვითარებისა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ,განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულფასოვან წევრად.სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასათვის განსხვავებული, შესაძლებლობებზე მორგებული. სკოლის ყველა თანამშრომელს კარგად ესმის ,რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს განსხვავებული ნიჭი,შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი,ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განსხვავებული შესაძლებლობა. თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით ერთგულებით დ.ა.შ. სკოლის ღირებულებები • სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოება; • მოსწავლეთა განათლებისა და მიღწევების მაღალი ხარისხი; • კონკურენტუნარიანი, პატრიოტი, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქის აღზრდა; • გლობალურ პროცესში ინტეგრაცია. • თავისუფლება - გარემო, სადაც აკადემიური პერსონალი თავისუფალია ცოდნის შექმნასა და გადაცემაში,ხოლო მოსწავლე-ცოდნის მიღებაში.
1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1. დირექცია; 1.2. პედაგოგიური საბჭო; 1.3. სამეურვეო საბჭო; 1.4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 1.5. დისციპლინური კომიტეტი. 1.6. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 1.7. მრჩეველთა საბჭო 1.8. საგნობრივი კათედრები გარდა ამისა, სსიპ -იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლას საშტატო განრიგით გათვალისწინებულია 1 ბუღალტერი, 1 საქმისმწარმოებელი, 1 სპეცმასწავლებელი, 1 ექთანი, 2 დარაჯი და 2 დამლაგებელი
სკოლაში მოქმედებს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები. სკოლა ახორციელებს ინკლუზიური განვითარების პროგრამას, გვყავს 3 სსსმ მოსწავლე. მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მასწავლებლების მიერ შექმნილია კლუბები. სისტემატურად იმართება ინტელექტუალური თამაშები.
სსიპ -იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლის ქცევის წესები, გასაჩივრებისა და აპელაციის მექანიზმები განსაზღვნულია სკოლის შინაგანაწესითა და დირექტორის ბრძანებით დამტკიდებული ,,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესით“.
სკოლა შენობა სამსართულიანია. სწავლება მიმდინარეობს პირველ სართულზე, მეორე და მესამე სართულის კედლები შეულესავი და დაბზარულია, პირველი სართულის ინფრაქტრუქტურა მოწესრიგებულია. პირველ სართულზე განლაგებულია პირველ-მეცხრე კლასის საკლასო ოთახები, კომპიუტერული ლაბორატორია,ექიმის, დირექტორის ოთახი, სამასწავლებლო, ბუღალტრისა და რესურსოთახი ოთახები. მეორე სართულის ერთი ოთახი გამოყოფიალია ბიბლიოთეკისათვის. პირველ სართულზე არის სველი წერტილები. შენობა ადაპტირებულია , პანდუსებით და ადაპრირებული სველი წერტილებით. სკოლას აქვს სარდაფი. ეზოს გარე პერიმეტრი შემოღობილია, აქვს ერთი შემოსასვლელი, გათბობა ხდება შეშის ღუმელით, ელექტროგაყვანილობა და წყლის სისტემა მოწესრიგებულია. ეზოში არის სპორტული მოედანი.
სკოლის ბიუჯეტი 2023 წელს შეადგენს 312731 ლარს შრომის ანაზღაურებაზე გაიცემა 290425 ლარი კომუნალური გადასახადები არის 3500 ლარი 18806 ლარი სკოლის განვითარებისთვის მიმართული სხვადასხვა ხარჯი