ხონი, სოფ. გუბი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 21
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. გუბი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მისიაა ორგანიზებული სასწავლო–სააღმზრდელო პროცესითა და მაღალხარისხიანი განათლების დანერგვით ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში აღზარდოს ტოლერანტი, განათლებული, კონკურენტუნარიანი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, დემოკრატიული, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა სსიპ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1.პატრიოტიზმი-სასკოლო კურიკულუმსა და აქტივობებში გათვალისწინებულია სამშობლოს თემატიკისათან დაკავშირებული საკითხები. 2.სამართლიანობა: სკოლა უზრუნველყოფს, მიღებული გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. 3.გამჭვირვალობა: სკოლის საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. 4.ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. 5.გუნდურობა: ჩვენი გუნდი არის მიზანმიმართული ერთობა, სადაც თითოეული წევრი მიზნის მიღწევაში საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს .გადაწყვეტილებები მიიღება არა ერთპიროვნულად, არამედ გუნდურად. 6.თანამშრომლობა- ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. 7.ტოლერანტობა- სასკოლო საზოგადოება ხელს უწყობს განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმღებლობას 8.განვითარება და ინოვაციურობა-ს ისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარებას განვითარების ინოვაციურ გზებს, ღია ვართ სიახლეებისადმი. 9.პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს გააზრებული აქვს საკუთარი როლი, ფუნქცია და მოვალეობები.
სსიპ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის სტრუქტურა სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექტორი 2.სკოლის ბუღალტერი. ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. პედაგოგიური საბჭო; 2. სამეურვეო საბჭო; 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა 4.დისციპლინური კომიტეტი 5.მრჩეველთა საბჭო 6.კლასის დამრიგებელი 7.კათედრა 8.საქმისმწარმოებელი 9. ბიბლიოთეკარი 11. სკოლის ექიმი 12. ფსიქოლოგი 13. სსსმ ასისტენტი 12. დამლაგებელი 18. დარაჯი
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
2026 წლის ბიუჯეტი ნაშთი 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 69,912.00 ₾ 1. შემოსავლები - 583,862.00 ₾ 1.1 ვაუჩერული დაფინანსება -123,942.00₾ 1.2 მასწავლებლის სტატუსის დანამატი - 440,000.00₾ 1.3 სკოლის ექიმის შრომის ანაზღაურებისათვის დამატებითი დაფინანსება-11,520.00₾ 1.4 სხვა საბიუჯეტო შემოსავალი - 8,400.00₾ 2. ხარჯები - 653.774. 00₾ 2.1 შრომის ანაზღაურება - 459,764.00₾ 2.1.1 მ.შ. თანამდებობრივი სარგო - 445,764.00₾ 2.1.2 დანამატი - 14,000.00₾ 2.2 შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება - 56,458.00₾ 2.3 საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიუკეტენების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შესყიდვა - 1,000.00₾ 2.4 ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების შეძენა და ამავე მიზნებთან დაკავშირებული საგამომცემლო-სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის) ხარჯები - 500.00₾ 2.5 რეცხვის, ქიმწმენდის და სანიტარული საგნების შეძენის ხარჯი - 2,000.00₾ 2.6 ოფისისათვის საჭირო საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი - 500.00₾ 2.7 შენობა-ნაგებობის და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯი - 18,000.00₾ 2.8 საფოსტო მოსახურების ხარჯი - 300.00₾ 2.9 ელექტროენერგიის ხარჯი - 2,000.00₾ 2.10 დიზელი - 500.00₾ 2.11 შეშა - 4,500.00₾ 2.12 შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავების ხარჯი - 3,000.00₾ 2.13 ოფისის ხარჯი რომელიც არ არის კლასიფიცირებული - 5,000.00₾ 2.14 სამედიცინო ხარჯები - 300.00₾ 2.15 რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენისხარჯი - 1,000.00₾ 2.16 ექსპერტიზის და შემოწმებების ხარჯი - 3,000.00₾ 2.17 კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯი - 2,000.00₾ 2.18. აუდიტორული მომსახურების ხარჯი - 2,000.00₾ 2.19 საარქივო მომსახურების ხარჯი- 1,300.00₾ 2.20 სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი- 10,551.00₾ 2.20 სოციალური უზრუნველყოფა დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება- 10,000.00₾ 2.21 სხვადასხვა კაპიტალური და მიმდინარე რემონტის ხარჯი -50,000.00 ლ 2.22 მანქანა დანადგარები და ინვეტარი - 6,000.00 ლ 2.23 სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი - 4,000.00 ბალანსი 0.00