ხონი, სოფ. გორდი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 16
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. გორდი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლოო პროცესის ორგანიზებით, სწავლებაში თანამედროვე მიდგომების და ინოვაციების დანერგვით აღზარდოს თავდაჯერებული, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის მქონე, პასუხისმგებლიანი, ზნეობრივად , სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი თაობა. ხედვა: სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლა შეძლებს სწავლის ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვით, მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენით მოსწავლეებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–¬ჩვევების და სოციალურად სწორი ორიენტაციის განვითარებას. ღირებულებები • სამართლიანობა: • გამჭვირვალობა: • პასუხისმგებლობა: • თანამშრომლობა: • ურთიერთპატივისცემა: • ობიექტურობა: • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა:
გორდის საჯარო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურზე, მოსწავლეებისთვის და თანამშრომლებისთვის შექმნილია პოზიტიური გარემო . სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, არის ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი და გარე სპორტული მოედანი, სამედიცინო მომსახურების ოთახი, სველი წერტილები განთავსებულია ყველა სართულზე . სკოლის შენობა ახლად რეაბილიტირებულია და აღჭურვილია სსმ პირებზე მორგებული პირობებით. მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი ჯჰლკჰნკ,ჯ. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავემუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე
სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის პოლიტიკა განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი თავი I.ზოგადი დებულებები მუხლი 1.წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლა დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრების განხილვის წესი (შემდგომში წესი) რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენელზე, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ, პირზე, რომელსაც სურს სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში განცხადების საჩივრის მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი2.სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარმოდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის ,მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა რომელსაც აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე გადაწყვეტილებაზე. მუხლი3.განცხადების /საჩივრის წარდგენის წესი. 3.1 სკოლაში საჩივრის/ განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისიტემის (eflow) საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ,რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით) • მოთხოვნას: • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას. • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის/გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში) • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს(ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4.განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები. 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია ,მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა ,თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5.საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1 საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული/კომისია ,რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2 საჩივრის განხილვის ვადაა 1 თვე. 5.3 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა ,შესაბამისი პირი/სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4 ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5 საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5.6 სკოლის მიერ მომზადებული კორესპოდენციაში , საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.