Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლა

იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. დედალაური

Register ID#1105
Students52
Teachers18
Buildings1
School profile

General information

Principal
გულიკო ფირცხალავა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
11/09/2025
Authorization end
11/09/2034
First grade admission

Current capacity information

ხონი, სოფ. დედალაური

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
22
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მ ი ს ი ა სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლა პირველი საგანმანათლებლო კერაა სოფელ დედალაურში, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. სკოლა ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნით, ოჯახთან ერთად ზრუნავს: მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე; კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების აღზრდაზე, რომელიც შეძლებს: თვითრეალიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, იცხოვროს დემოკრატიული პრინციპებით. ხ ე დ ვ ა სკოლის ხედვაა, 2031 წლამდე დაიკავოს ლიდერი სკოლის პოზიცია, იზრუნოს სხვა სკოლებისთვის გამოცდილების გაზიარებაზე; გახდეს STEAM მიმართულებების, წიგნიერების, ევროპული ენებისა და პროფესიული განათლების ჰაბი. სკოლის ღირებულებები: • სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ტოლერანტობა : სასკოლო საზოგადოება ხელს უწყობს განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმღებლობას .

Structure1 additional item

სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის სტრუქტურა სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექტორი 2 სკოლის ბუღალტერი. ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. პედაგოგიური საბჭო; 2. სამეურვეო საბჭო; 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა 4.დისციპლინური კომიტეტი 5.მრჩეველთა საბჭო 6.კლასის დამრიგებელი 7.კათედრა 8.საქმისმწარმოებელი 9. სკოლის ექიმი 10. სპეციალური მასწავლებელი 11. ბიბლიოთეკარი 12.სსსმ მოსწავლის ასისტენტი 13. დამლაგებელი 14. დარაჯი 15. მუშა 16. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf27/08/2025 11:22:18 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf27/08/2025 11:49:06 · 0.32 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.pdf27/08/2025 11:49:32 · 0.48 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის პოლიტიკა სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია აცნობიერებდეს, რომ: 1.გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნიშნავს მათთვის ხმის უფლების მიცემას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მათ სკოლაში ხდება. თეორიულად, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. სათანადო მართვის შემთხვევაში, მოსწავლეების წახალისებას სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩასართავად ბევრი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვის, სკოლისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. 1. 1.მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად. 1.2 მასწავლებლებს ეს ეხმარება: • მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში; • კლასში დისციპლინის გაუმჯობესებაში; • ეროვნული სასწავლო გეგმით მათი საგნისთვის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნების მიწოდებაში; • უკუკავშირის უზრუნველყოფაში უფრო საინტერესო და რელევანტური გაკვეთილების დაგეგმვის მიზნით; • მოსწავლეთა მოტივირებასა და მათი მიღწევების გაუმჯობესებაში. 1.3 დირექტორს ეს ეხმარება: • სკოლაში გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში; • პრობლემური ქცევის შემცირებაში, როგორიცაა გაცდენები და ბულინგი; • სკოლის პოზიტიური კულტურის შექმნაში, სადაც ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ექნება მიკუთვნებულობის შეგრძნება; • მოსწავლეთა მიღწევებში უკეთესი შედეგებისა და მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. 1.4.საზოგადოებას ეს ეხმარება: • აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების მომზადებაში, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, დადებითად შეცვალონ სხვების ცხოვრება ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე; დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობის აღდგენასა და დემოკრატიის კულტურის განვითარებაში. 2.მოსწავლის ხმა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ეს არის მისი უფლება. მოსწავლეებზე გავლენას ახდენს განათლებაში მიმდინარე მოვლენები, თუმცა მათ არ გააჩნიათ ამ მოვლენებზე ისეთივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორიც სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აქვთ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები მოსწავლეთა მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი წვლილი ახალგაზრდების დემოკრატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა კულტურამ წარმატებას მიაღწიოს, საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურები და პროცედურები, არამედ, ასევე, კომპეტენტური მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ დემოკრატიულ პროცესებში ეფექტური მონაწილეობა. 2.1. საერთო სასკოლო მიდგომა მოსწავლეთა მონაწილეობის შესაძლებლობები თავისთავად არ წარმოიქმნება, საჭიროა მისი დაგეგმვა და ორგანიზება. რაც ნიშნავს, ისეთი სასკოლო პერსონალის არსებობას, რომლისთვისაც გასაგებია მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და მათთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების მინიჭების დადებითი მხარეები. ამ საბაზისო მოთხოვნების გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სკოლებში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. ესენია: • მხარდამჭერი სასკოლო კლიმატი, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად და საზოგადოების ნაწილად იგრძნობს; • კეთილგანწყობილი სკოლის ლიდერი, რომლიც წარმოადგენს ღია და გაზიარებული ლიდერობის ფორმების მოდელს; • თავდაჯერებული მასწავლებლები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა ჩართონ მოსწავლე სწავლების პროცესში; • კლასგარეშე აქტივობების შესაძლებლობა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თვითონ მოსწავლეების, სკოლისა და საზოგადოების მიერ ნაკარნახევ რიგ აქტივობებში; • მოსწავლეთა აქტიური თვითმმართველობა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა მთელ კონტინგენტს; • მიმღები სამეურვეო საბჭო, რომელიც ეძიებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და მოქმედებს მათ საფუძველზე; • მოსწავლეთა მონაწილეობა არ შემოიფარგლება სასკოლო ცხოვრების ერთი სფეროთი. ის მოიცავს სკოლის ყველა ასპექტს და მოითხოვს საერთო სასკოლო მიდგომას.

Behavior rules and appeal mechanismsText information

სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის პოლიტიკა განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი თავი I.ზოგადი დებულებები მუხლი 1.წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლა დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრების განხილვის წესი (შემდგომში წესი) რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენელზე, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ, პირზე, რომელსაც სურს სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში განცხადების საჩივრის მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი2.სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარმოდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის ,მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა რომელსაც აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე გადაწყვეტილებაზე. მუხლი3.განცხადების /საჩივრის წარდგენის წესი. 3.1 სკოლაში საჩივრის/ განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისიტემის (eflow) საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ,რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით) • მოთხოვნას: • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას. • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის/გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში) • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს(ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4.განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები. 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია ,მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა ,თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5.საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1 საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული/კომისია ,რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2 საჩივრის განხილვის ვადაა 1 თვე. 5.3 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა ,შესაბამისი პირი/სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4 ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5 საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5.6 სკოლის მიერ მომზადებული კორესპოდენციაში , საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

Infrastructure
Finances1 additional item

2025 წლის ბიუჯეტი 1 შემოსავლები 512632 1.1 ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება 511632 1.11 ვაუჩერული დაფინანსება 192132 1.13 სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი 161436 1.14 სხვა შემოსავლები 19500 1.142 სამინისტროს მხრიდან განხორციელებული პროგრამული დაფინანსება(ექიმი,სსსმ ) 1.143 სხვა საბიუჯეტო შემოსავალი 1.3 ეკონომიკური საქმიანობა (კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები) 1.31 შემოსავლები საკუთრებიდან (იჯარა, ქირავნობა) 1.32 საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია (წრეები, გახანგრძლივებული ჯგუფები და სხვა) 1.35 შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 1000 2 ხარჯები 512632 21 შრომის ანაზღაურება 457968 211 ხელფასები 457968 21111 თანამდებობრივი სარგო 451968 211111 დირექციის თანამდებობრივი სარგო 17368 211112 პერსონალის თანამდებობრივი სარგო 9060 211113 პედაგოგთა შრომის ანაზღაურება 398112 21117 სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი 26928 21113 პრემია 3000 22 საქონელი და მომსახურება 54664 221 შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 39264 222 მივლინება 100 223 ოფისის ხარჯები 15300 2231 საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა 1000 2233 ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ - გაზეთების შეძენა და ყველა სახის საგამომცემლო - სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის ) ხარჯი 1000 2234 მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი 500 2235 საოფისე ინვენტარის შეძენა დამონტაჟების ხარჯი 1200 2236 ოფისისათვის საჭირო საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი 1000 2237 რეცხვის, ქიმწმენდის და სანიტარიული საგნების შეძენის ხარჯი 1200 2238 შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯი 0.00 22310 კავშირგაბმულობის ხარჯი 100 22311 საფოსტო მომსახურების ხარჯი 100 22312 კომუნალური ხარჯი 4000 223121 ელექტროენერგიის ხარჯი 1500 223122 წყლის ხარჯი 223123 ბუნებრივი და თხევადი აირის ხარჯი 223152 შეშა 2400 22314 ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული 226 სამედიცინო ხარჯები 350 2210 სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 1100 22101 ბანკის მომსახურების ხარჯი 150.00 22103 ექსპერტიზის და შემოწმებების ხარჯი 22104 კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯი 300.00 22108 აუდიტორიული მომსახურების ხარჯი 22109 საარქივო მომსახურების ხარჯი 22110 შენობა-ნაგებობების დაცვის ხარჯი 22114 სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი 1000 27 სოციალური უზრუნველყოფა 2300 273 დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება 1300 31 არაფინანსური აქტივების ზრდა 5846 3112 მანქანა-დანადგარები და ინვენტარი 5846 3113 სხვა ძირითადი აქტივები 5846 ბალანსი 0.00

Documents

ბიუჯეტი 2024.xls29/03/2024 15:59:03 · 0.08 MB
Download documents on EMIS