ხარაგაული, სოფ. ბორი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 20
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ხარაგაული · ხარაგაული, სოფელი ბორი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: • სსიპ ბორის საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდისკენ და სწავლებას ახორციელებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფახურზე. • მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად. • სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება. • სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას და ხელმისაწვდომობას, ხარისხიანი განათლების მიცემას. • დასახული მიზნების მისაღწევად სკოლის სასწავლო პროცესი ეფუძნება დირექციის, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს. • სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. • სკოლა თავისი მიზნების მიღწევის პროცესში პრიორიტეტულად მიიჩნევს მოზარდისათვის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, საჭირო ცოდნის მიცემას, მოსწავლეებისათვის ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და ეხმარება მათ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება -მოვალეობების გაცნობიერებაში. • სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა შორის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე იმ ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებაში. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. • მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. • მოსწავლემ უნდა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. • სკოლა შესულია წესდების მესამე დანართში და ბავშვებს სთავაზობს პანსიონურ მომსახურეობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან , ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოსწავლეებს ვთავაზობთ უფასოდ: კვებას, მედიკამენტებს, უფინანსებთ ოპერაციებს, უტარებთ გამოკვლევებს, ასევე ფინანსდებიან,როგორც უმაღლესი , ისე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სწავლის გადასახადიდან, ჩვენს სკოლაში სწავლობს მოსწავლეების რამოდენიმე კატეგორია: მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შვილები და ტერიტორიული სიახლოვის გამო მოსიარულე ბავშვები. სკოლის პრიორიტეტია გვერდით დაუდგეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად მძიმე პირობების მქონე მოსახლეობას. • სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ხორციელდება სახელობო განათლების უზრუნველყობა. სკოლის ხედვა: უზრუნველყოს: ა) სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტები; ბ) უსაფრთხო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან თავისუფალი და წამახალისებელი გარემო; გ) ზრუნვა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის; ე) მოსწავლისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ვ) თითოეული მოსწავლისათვის ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარის გამომუშავება. სკოლის ღირებულებები: ღირებულებების შესასრულებლად ვიხელმძღვანელებთ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: პროფესიონალიზმი.საქმის სიყვარული და ერთგულება. პატიოსნება და კეთილსინდისიერება. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა. მიუკერძოებლობა. ერთგულება. ინოვაციური მეთოდების გამოყენება.
დირექცია - დირექტორი, ბუღალტერი; ადმინისტრაცია - საქმისმწარმოებელი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, ბიბლიოთეკარი.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
მხარდაჭერის სერვისები
ქცევის წესები და აპელაცია
მიმდინარეობს სკოლის სახურავის შეცვლის სამუშაოები , ხოლო სკოლა მთლიანად სარეაბილიტაციოა.
სკოლის დირექტორის ანგარიში