Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლა

იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი სხვიტორი

Register ID#1072
Students131
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
მალხაზ გელბახიანი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
29/08/2024
Authorization end
29/08/2033
First grade admission

Current capacity information

საჩხერე სოფელი სხვიტორი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
16
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

1930 წლიდან იწყება დღევანდელი სხვიტორის სკოლის ისტორია. საყოველთაო დაწყებითი სწავლების შემოღებისთანავე შენობისათვის გამოუყვიათ სიმონ წერეთლისეული სასახლე, რომელშიც წლების მანძილზე ფუნქციონირებდა სხვიტორის დაწყებითი, არასრული და საშუალო სკოლა. 2009 წელს სკოლა გადავიდა ახალ კაპიტალურ შენობაში და აქვე აგრძელებს საქმიანობას. ჩვენი სკოლის მისიაში თვალნათლივ არის აღნიშნული ჩვენი დიდი წინაპრის პერსონის თაობაზე. ნათქვამია-,,ბედი სოფლისა მშობლის ბედს გავს, მისი დიდება სახელოვან შვილებს მოაქვთ. „ თუ როგორი სახელი და ავტორიტეტი შესძინა სოფელ სხვიტორს აკაკი წერეთელმა, დღეს ეს ყველა ქართველისთვის ცნობილია. ჩვენი სკოლის ხედვის მთავარი ამოსავალი პრინციპია ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირება და ამ ნიშნით უკვე გადადგმული გვაქვს ქმედითი ნაბიჯები. გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები: აკაკი წერეთლის სახელობის სახლ-მუზეუმთან, საჩხერის ჯურხა ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან, მუხრან მაჭავარიანის სახელობის სახლ-მუზეუნთან და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღსანიშნავია ,ის გარემოება, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები სწავლობენ მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთობლივად ვახორციელებთ საკვლევაძიებო საქმიანობას. ერთობლივად ვეწევით გამოფენების, პროექტებისა და კონფერენციებისათვის საჭირო საქმიანობების განხორიელებას. ყოველივე ეს ხელს უწყობს სკოლამ სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით შექმნას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალურად უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული გარემო, სადაც, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულია მოსწავლის ინტერესები. სასკოლო საზოგადოებისათვის ტრადიციულია სახალხო დღესასწაულში „აკაკიობა“ მონაწილეობის მიღება. მ ი ს ი ა ჩვენი დიდი წინაპრის - აკაკი წერეთლის ნაკვალევზე - ზნეობით, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევებით, ჰუმანური გრძნობებით და ადამიანური ღირებულებებით სავსე გამორჩეული მომავალი თაობის აღზრდა, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების შესაბამისად. ხ ე დ ვ ა ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირებით, 2030 წლისთვის, ჩვენი სკოლა აღიარებული იქნება საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების აღმზრდელი. ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლის ღირებულებებია: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრება მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებსა და თემს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაა; • გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება და სამოქალაქო ჩართულობა; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრება; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა; ზ) გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება; ი) დემოკრატიული პრინციპების ერთგულება

Documents

1.1; 1.2; - მისია ხედვა ღირებულებები მეთოდოლოგიუა.pdf01/07/2024 13:17:27 · 0.56 MB
სხვიტორის მისია , ხედვა , ღირებულებების მეთოდოლოგია სტრატეგიული განვითარების გეგმა (1) (1).pdf30/07/2024 10:08:52 · 0.31 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

Documents

სტრუქტურა სხვიტორი pdf1.pdf29/02/2024 20:06:08 · 0.42 MB
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები.pdf18/03/2024 12:13:32 · 0.72 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

1.1; 1.2; - მისია ხედვა ღირებულებები მეთოდოლოგიუა.pdf01/07/2024 13:19:16 · 0.56 MB
სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 წ.pdf16/08/2024 12:36:41 · 0.57 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

1.1; 1.2; - მისია ხედვა ღირებულებები მეთოდოლოგიუა.pdf01/07/2024 13:20:04 · 0.56 MB
სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf16/08/2024 12:36:13 · 0.55 MB
2024-2025 სამოქმედო გეგმა.docx23/09/2025 12:44:20 · 13.99 MB
2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა.docx23/06/2026 06:33:45 · 0 MB
Download documents on EMIS
Programs and support services5 additional items

Documents

მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი.pdf18/03/2024 12:09:33 · 0.71 MB
სსსმ მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისების რეგულაცია.pdf18/03/2024 13:36:00 · 0.75 MB
დანართი N 13 სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024.pdf14/05/2024 11:31:11 · 2.19 MB
2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო გეგმა.docx06/12/2024 09:25:53 · 0.74 MB
სასკოლო სასწ. გეგმა- 2025- 2026 წ.docx23/06/2026 06:48:55 · 1 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

Documents

გასაჩივრების ბრძანება.pdf18/03/2024 12:10:31 · 0.72 MB
შინაგანაწესი.pdf18/03/2024 14:10:49 · 0.56 MB
შინაგანაწესი 2025-2026 წ.სხვიტორის საჯარო სკოლა.docx23/06/2026 06:42:02 · 0 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

Documents

რესურს ოთახის ფოტო მასალა.pdf18/03/2024 13:20:03 · 1.59 MB
სხვიტორის სკოლის ინფრასტრუქტურა.pdf18/03/2024 13:20:03 · 0.7 MB
Download documents on EMIS
Finances3 additional items

Documents

ბიუჯეტის 2024 წლის_compressed.pdf18/03/2024 14:12:07 · 0.63 MB
ბიუჯეტრი 2025 წლის.docx23/09/2025 12:39:00 · 4.25 MB
2025 წლის ფაქტიური ხარჯი.xls23/06/2026 06:37:21 · 0 MB
Download documents on EMIS