Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლა

იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი სავანე

Register ID#1068
Students235
Teachers29
Buildings2
School profile

General information

Principal
ლალი კომლაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
26/10/2023
Authorization end
26/10/2032
First grade admission

Current capacity information

საჩხერე, სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლასთან შერწყმული იცქისის დაწყებითი სკოლა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
10
Available places
9
SEN capacity
1
Available SEN places
1

საჩხერე, სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
40
Available places
25
SEN capacity
4
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯაროსკოლის მისიაა: გააგრძელოს და გაამყაროს აკაკის მემკვიდრეობა, აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული, ესთეტიკური, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული, სამოქალაქო და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, მრავალპროფილური პროფესიული პროგრამების განხორციელების გზით მოამზადოს მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რითაც საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების წინსვლას, ეკონომიკის განვითარებასა და საქართველოს მსოფლიო ინტეგრაციაში. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა: შევქმნათ ისეთი სკოლა, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლინებას და პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში გავხდებით ლიდერი სასწავლებელი, რომელიც უახლესი სტანდარტებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის ღირებულებებია: განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: მიიღებს მოქალაქეს, რომელსაც განვითარებული ექნება: • სოციალური უნარები; • გუნდურობა; • თანასწორობა; • პასუხისმგებლობა; • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; • ინოვაციების დანერგვის ღიაობა. • პატრიოტიზმი • მუდმივი პრაქტიკა

Documents

სკოლის ფილოსოფ. შემუშ და სტრატ. დაგეგმვ. მეთოდოლოგია.pdf22/09/2023 11:20:53 · 1.25 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

...სკოლაშო მოქმედებს სტრუქტურული ერთეულები: სკოლის დირექცია რომელიც შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისდა ბუღალტერიისაგან, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მართვას. სკოლის სამეურვეო საბჭო , რომელიც შედგება სამი პედაგოგისგან, სამი მშობლისა და ერთი თვითმმართველობის თავმჯდომარე მოსწავლისაგან, პედაგოგიური საბჭო, რომელიც შედგება სკოლის ყველა პედაგოგისგან და მართავს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, თვითმმართველობა, რომელიც შედგება არჩევნების შედეგად აჩეული წევრებისა და საბაზო და საშუალო საფეხურის თავმჯდომარეებისგან. მრჩეველთა საბჭო , რომელშიდაც შედის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, მანდატური, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე რესურსცენტრის წარმომადგენელი. დისციპლინური კომიტეტი, რომელიც შედგება ორი მასწავლებლის, ორი მოსწავლის და ორი მშობლისაგან. სკოლაში შექმნილი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ყველა მათგანი მოქმედებს დამოუკიდებლად, მაგრამ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში ქმნიან სასკოლო კულტურას .

Documents

სკოლის წესგება.pdf13/10/2023 13:01:35 · 0.19 MB
დანართი - სკოლის სტრუქტურა და ფუნქციათა დელეგირება.pdf22/10/2025 12:50:05 · 0.27 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს; სტრატეგიული გეგმა არის შვიდწლიანი, ციკლური და ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს (ფილოსოფიას). ის შეიცავს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს; სკოლის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებს; მონიტორინგი ხორციელდება კითხვებისა და ანგარიშის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც სასკოლო საზოგადოება აფასებს როგორ შესრულდეს სტრატეგიული გეგმის ერთი ნაწილი, ან, თუ არ შესრულდა, რა დახმარება არის საჭირო იმისთვის, რომ სტრატეგიულ გეგმაში გაწერილი აქტივობები თავის დროზე შესრულდეს. მეთოდოლოგიის შესაბამისად, სკოლა ახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას, მათ შორის სასკოლო საზოგადოებისა და სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებით;

Documents

ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმის მონიტორინგი.pdf03/08/2023 14:37:00 · 5.94 MB
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf21/09/2023 14:07:26 · 1.26 MB
ექვსწლიანი სტრატეგიული განვით. გეგმა.pdf22/09/2023 11:12:21 · 21.51 MB
ცვლილებაშვიდწლიან სტრატეგიულ გეგმაში.pdf22/10/2025 12:58:11 · 0.94 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი. ის ეფუძნება სკოლის სტრატეგიულ გეგმას და სკოლის ყოველწლიურ თვითშეფასებას; სკოლა სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე შეიმუშავებს ერთ წლიან სამოქმედო გეგმას, სადაც თვეების მიხედვით გაწერილია ამოცანები, ასევე ვადები და გამოყოფილია შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები, ამისათვის შექმნილია ბრძნების საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფი. ჯგუფი არის მონიტორინგის ორგანო, რომელიც აკვირდება მიმდინარე პროცესებს და ეხმარება ერთწლიანი გეგმის მიზნობრივად განხორციელებაში. საბოლოო ჯამში ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ხელს უწყობს სტრატეგიული გეგმის შესრულებას. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია.

Documents

2022-2023 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა_compressed.pdf31/07/2023 12:20:55 · 0.08 MB
სამოქმედო გეგმის მონიტორინგი (1).pdf01/08/2023 16:06:54 · 0.1 MB
ერთწლიანი სამოქმედო-გეგმა-2023-2024- .pdf21/09/2023 15:30:56 · 1.34 MB
სასკოლო სასწავლო გეგმის 2023-2024.pdf13/10/2023 12:59:49 · 0.41 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025.pdf06/11/2024 14:14:54 · 0.45 MB
ერთწლიანი სამოქმედო-გეგმა-2024-2025- სავანის საჯარო სკოლა.pdf06/11/2024 14:14:54 · 0.4 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf22/10/2025 12:52:09 · 1.37 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026.pdf22/10/2025 15:07:14 · 2.61 MB
Download documents on EMIS
Programs and support services15 additional items

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლა იძლევა საშუალებას ახალგაზრდამ მიიღოს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული განათლება. სასწავლო დაწესებულება ორიენტირებულია მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი იყოს მეტად კონკურენტუნარიანი, მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და პიროვნული ფასეულობებითა და მიღებული ცოდნით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიურ გაძლიერებას.

Documents

ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf13/10/2023 13:04:11 · 0.15 MB
სააგენტოს თანხმობა გახანგრძლივებულისა და ცეკვის წრის.pdf13/10/2023 13:22:49 · 1.88 MB
სამოქალაქო კლუბის წესდება.pdf13/10/2023 13:45:49 · 0.09 MB
ეკოლოგიური-კლუბის-წესდება.pdf13/10/2023 13:45:49 · 0.1 MB
პროფორიენტაციის სამოქმედო გეგმა.pdf13/10/2023 13:45:49 · 0.13 MB
საქმისწარმოების წესის ბრძანება.pdf13/10/2023 15:01:00 · 1.59 MB
ხარისხის მართვის ჯგუფის დებულება.pdf13/10/2023 15:01:00 · 3.25 MB
პირველადი-მართვის-დოკუმენტი.pdf13/10/2023 15:01:01 · 2.75 MB
პირველადი-მართვის-გეგმა.pdf13/10/2023 15:01:01 · 7.56 MB
სპეც-პედაგოგის-წლიური-გეგმა (4.pdf13/10/2023 15:01:02 · 0.25 MB
კომპლექსური.pdf13/10/2023 15:01:02 · 4.39 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი.pdf13/10/2023 15:26:19 · 2.24 MB
ციფრული განვითარების გეგმა -სავანე.pdf13/10/2023 15:26:20 · 0.27 MB
სამინისტროს თანხმობა.pdf22/10/2025 15:28:53 · 0.19 MB
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მარეგულირებელი დებულება.pdf22/10/2025 15:28:53 · 0.7 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms9 additional items

.სკოლას შინაგანაწესში ჩადებული აქვს პერსონალის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვის მექანიზმი, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და სკოლას შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილია მათი უფლებები და მოვალეობები. სკოლის მოქმედ პერსონალს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს კანონიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს განცხადებით დირექტორს. განცხადება გატარდება რეგისტრაციაში და რეაგირებისთვის გადაეცემა დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი იმსჯელებს და გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს.

Documents

შინაგანაწესი.pdf22/09/2023 11:15:42 · 3.59 MB
გასაჩივრების მექანიზმი.pdf22/09/2023 11:15:43 · 15.04 MB
მოსწავლის ჩარიცხ. სტატუსის. შეჩერებ.pdf27/09/2023 15:12:00 · 2.85 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი საჯარო.pdf13/10/2023 13:06:52 · 0.1 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf13/10/2023 14:47:32 · 0.15 MB
ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი.pdf13/10/2023 15:25:27 · 11.58 MB
მოსწავლის კანონიერი უფლების დაცვის მექანიზმი.pdf13/10/2023 15:25:28 · 1.97 MB
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმის დამტკიცების შესახებ.pdf13/10/2023 15:25:29 · 18.07 MB
პროფესიული სტუდენტის უფლებები.pdf22/10/2025 15:13:50 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Infrastructure13 additional items

სავანის საჯარო სკოლა არის სამ სართულიანი და გათვლილია 500 მოსწავლეზე, სკოლას აქვს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა-20 საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სამი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სამასწავლებლო, სააქტო დარბაზი, სპორტ დარბაზი, სასადილო, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, დირექციის და ადმინისტრაციის კაბინეტები, მანდატურის და დარაჯის ოთახი, ტექნიკური ოთახი, კეთილმოწყობილი ეზო. ყველა კაბინეტი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. შერწყმული სკოლა არის ერთ სართულიანი შენობა, სამი საკლასო ოთახი, ერთი სამასწავლებლო, გარე სპორტული მოედანი. სკოლაშ არის მხოლოდ ერთი კომპიუტერული ლაბორატორია სადაც მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი, იგეგმება ლაბორატორიაში მოსწავლეთა საერთო სამუშაო სივრცის მოწყობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისათვის სამუშაო საათებში და აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკით. სკოლის სამასწავლებლოში იგეგმება მასწავლებელთა საზიარო სამუშაო სივრცის შექმნა, ასევე შერწყმული სკოლის სამასწავლებლოში აქვთ სამუშაო სივრცე მასწავლებლებისათვის. სკოლას აქვს ყველასათვის ხელმისაწვდომი სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, სასადილო, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ხელმისაწვდომია ყველასთვის. სკოლას აქვს პანდუსი სსსმ მოსწავლეებისათვის და ადაპტირებული საპირფარეშო, ასევე რესურს ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, სკოლას ჰყავს 11 სსსმ მოსწავლე და 2 სპეციალური მასწავლებელი. შერწყმულ სკოლაში არის პანდუსი, არ სწავლობს სსსმ მოსწავლე. ...სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, რომელშიდაც მრავალფეროვანი ლიტერატურა დევს. ბიბლიოთეკაში გამოკრულია ქცევის წესები, წიგნები გაიცემა აღრიცხვის ბილეთების მეშვეობით, ელექტრონულად აღრიცხულია წიგნადი ფონდი, პერიოდულად ხდება წიგნადი ფონდის განახლება, როგორც ნაჩუქარი ისე შეძენილი წიგნებით, ხელმისაწვდომია კომპიუტერი და ინტერნეტი. იგეგმება ელექტრონული ბიბლიოთეკის შეძენა და სათანადო ტექნიკით აღჭურვა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ელექტრონულად გამოითხოვონ ლიტერატურა. ეს ყველაფერი საჭიროა, რათა სკოლაში ჩამოყალიბდეს სოციოკულტურული სივრცე. სავანის სკოლას აქვს შერწყმული სკოლა, რომელიც არის მცირე კონტიგენტიანი, ირიცხება 17 მოსწავლე, სკოლის შენობაში კერძოდ სამასწავლებლოში გამოყოფილია კუთხე საკითხავი ლიტერატურისთვის, მასწავლებლებს და მოსწავლეებს აქვთ საკუთარი ბუკები, ძირითადი სკოლა ყველანაირად ხელს უწყობს, რომ სწავლის პროცესი წარიმართოს მოთხოვნების შესაბამისად.

Documents

შენობა #03.pdf27/09/2023 15:15:08 · 0.58 MB
შენობა #02.pdf27/09/2023 15:15:08 · 0.58 MB
შენობა #01-სარდაფი.pdf27/09/2023 15:15:08 · 0.92 MB
შენობა #01-3.pdf27/09/2023 15:15:08 · 1 MB
შენობა #01-2.pdf27/09/2023 15:15:08 · 1.01 MB
შენობა #01-1.pdf27/09/2023 15:15:08 · 0.96 MB
შენობა #01.pdf27/09/2023 15:15:09 · 0.8 MB
amonaweri.pdf27/09/2023 15:15:09 · 0.03 MB
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.pdf13/10/2023 14:57:20 · 0.56 MB
sakadastro azomviTi naxazi_icqisis dawyebiTi skola.pdf13/10/2023 14:57:21 · 0.16 MB
ინსპექტირების ანგარიში-775-23.pdf13/10/2023 14:57:21 · 8.06 MB
საგანგებო მართვის გეგმა.pdf13/10/2023 15:20:05 · 3.39 MB
იცქისის ამონაწერი.pdf06/11/2024 14:37:30 · 0.13 MB
Download documents on EMIS
Finances6 additional items

სკოლის ფინანსური რესურსი ქმნის საგანმანათლებლო საქმიანობის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მყარ საფუძველს. ამ ეტაპზე სკოლის ბიუჯეტი საკმარისია, იმისათვის, რომ სკოლა ნორმალურ პირობებში ფუნქციონირებდეს. ბიუჯეტი განაწილებულია ისე, რომ სკოლას შეუძლია დააფინანსოს სკოლის ყველა საჭიროება. დროდადრო ბიუჯეტს სჭირდება კორექტირება, საჭიროების და მიხედვით. ამისთვის შეთანხმება ხდება სამეურვეო საბჭოსთან. სკოლაში წინასწარ დაგეგმილია ფინანსების მართვა და შექმნილია სამოქმედო გეგმა და დროდადრო ხდება სამოქმედო გეგმის მონიტორინგი. სკოლა წინასწარ შეიმუშავებს სკოლის ფინანსებიდან გამომდინარე საპროგნოზო ბიუჯეტს და შემდგომ სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცდება ბიუჯეტი. საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტში შედის ცვლილება სამეურვეო საბჭოს თანხმობით, დგება შეცვლილი ბიუჯეტი. სკოლას აქვს ფინანსური რესურსების დაგეგმვის , მართვის სისტემა. სკოლა ყოველი წლის ნოემბრის თვეში შეიმუშავებს შესყიდვების წლიურ გეგმას და შესყიდვების წლიურ წესს. ეს გეგმა აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ePLAN . სკოლას არ აქვს არანაირი დავალიანება და ბოლო 6 წლის განმავლობაში არ მიუმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დამატებითი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.

Documents

სავანის სკოლის ბიუჯეტი.pdf22/09/2023 12:15:59 · 0.48 MB
ბალანსი-2021.pdf13/10/2023 12:11:00 · 2.48 MB
ბალანსი2022.pdf13/10/2023 12:11:01 · 2.43 MB
დირექტორის ანგარიში.pdf13/10/2023 13:11:44 · 1.86 MB
სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტის ოქმი..pdf15/11/2023 15:06:20 · 13.07 MB
დირექტორის ანგარიში.pdf16/12/2025 15:56:23 · 4.93 MB
Download documents on EMIS