Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა

იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი სარეკი

Register ID#1067
Students156
Teachers26
Buildings2
School profile

General information

Principal
ლალი აბჟანდაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
17/11/2023
Authorization end
17/11/2032
First grade admission

Current capacity information

საჩხერე, სოფელი ბაჯითი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
10
Available places
10
SEN capacity
1
Available SEN places
1

საჩხერე, სოფ. სარეკი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
20
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მისიაა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური, განმავითარებელი უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც თითოეული ჩვენთაგანის წარმატების თანაბარ შანსს უზრუნველყოფს, მივცეთ ჩვენს აღსაზრდელებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი აკადემიური განათლება, ხელი შევუწყოთ მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენას და განვითარებას. ხედვა - ჩვენი სკოლა 2030 წლისათვის იქნება წარმატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის კურსდამთავრებულები სკოლაში მიღებული ცოდნითა და შემდგომში საუნივერსიტეტო განათლებით შეძლებენ დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი თემის, მუნიციპალიტეტის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე და ხელს შეუწყობენ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. სკოლის ღირებულებებია: თანასწორუფლებიანობა,სამართლიანობა,სიახლეების მიმართ ღიაობა,ზრუნვა,გამჭირვალეობა,გუნდურობა. თანასწორუფლებიანობა: გულისხმობს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის შესაძლებლობების თანაბრად ხელმისაწვდომობას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. სამართლიანობა: გულისხმობს შედეგების, შეფასების შესაბამისობას სწავლასა და შრომასთან. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. სიახლეების მიმართ ღიაობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. ზრუნვა: ჩვენთვის მთავარია ადამიანი. ვქმნით მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. გამჭვირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. გუნდურობა: ჩვენს სკოლაში აღიარებული და გაზიარებული ფენომენია გუნდურობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენს სკოლის სასწავლო გარემო ხელს უწყობს განათლების გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

Structure3 additional items

Documents

განკარგულება.pdf17/07/2025 12:36:43 · 0.71 MB
სტრუქტურა.docx04/12/2025 13:19:17 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სარეკის სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf01/12/2025 10:02:15 · 0.39 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf01/12/2025 10:04:26 · 0.29 MB
2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში განახლებული..docx04/12/2025 13:21:52 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Programs and support services10 additional items

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა დანართი #01.pdf02/11/2023 12:19:59 · 0.91 MB
მოსწავლეთა, ჩარიცხვის საფეხურის დაძლევის.pdf02/12/2025 10:41:39 · 0.13 MB
სსსმ მოსწავლის მექანიზმი.pdf02/12/2025 10:41:39 · 0.04 MB
პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმი.pdf02/12/2025 10:41:39 · 0.12 MB
მოსწავლის რეგულაციების მექანიზმი.pdf02/12/2025 10:41:39 · 0.1 MB
მოსწავლის ადაპტაციის მექანიზმი.pdf02/12/2025 10:41:40 · 0.51 MB
ადამიანური-რესურსი-მართვის-პოლიტიკა.pdf02/12/2025 11:14:08 · 0.27 MB
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა.pdf02/12/2025 11:14:08 · 0.11 MB
საქმის წარმოების წესის დამტკიცება.docx09/12/2025 10:54:29 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

Documents

სარეკი1.pdf31/10/2023 12:35:50 · 0.12 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item
Finances4 additional items

Documents

2023ბიუჯეტი (1).xls31/10/2023 10:11:44 · 0.07 MB
2024ბიუჯეტი (1) (2).xls02/12/2025 11:08:58 · 0.05 MB
2025 წლის ბიუჯეტი.xls02/12/2025 11:08:59 · 0.07 MB
Download documents on EMIS