Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის №3 საჯარო სკოლა

იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ.№19

Register ID#1065
Students144
Teachers25
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო ჩიხლაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
24/11/2023
Authorization end
24/11/2032
First grade admission

Current capacity information

საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის #19

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
15
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მომავლის ხედვა სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი 2030 წლისთვისიყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, სადაც ყველა მოსწავლე და პროფესიული სტუდენტი შეძლებს ცოდნის შეძენას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და თანამედროვე მიდგომების დახმარებით. მისია სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 სკოლის მისიაა სახელმწიფოს სტრატეგიისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ზოგადი და პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება. სკოლამ ხელი შეუწყოს აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე ახალგაზრდების ჩამოყალიბებას დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩამოყალიბების გზით, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით, უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში. ერთიანი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნით დაეხმაროს მოსწავლეებს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ შრომის ბაზარზე ორიენტირებულ, კონკურენტუნარიან, კვალიფიციურ მოქალაქეებად. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა და თანასწორობის უზრუნველყოფა ; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი;

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული-გეგმა შეცვლილი.pdf04/07/2025 15:07:28 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სკოლის თანამდებობრივი სტრუქტურა შედგება: სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და მასწავლებლებისაგან. სკოლის დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და ბუღალტრისაგან. სკოლის ადმინისტრაცია შედგება საინფორმაციო მენეჯერის, საქმისმწარმოებელის, ბიბლიოთეკარი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორისგან, ხოლო ტექნიკური პერსონალი შედგება დარაჯის და დამლაგებლისაგან. სკოლაში დასაქმებული პირების ფუნქციები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, რომლითაც ძირითადად ვხელმძღვანელობთ, ასევე ყველას ფუნქციები მკაფიოდაა გაწერილი მათთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში. სკოლას დირექტროის ბრძანებით (ბრძანება N2-51, 09.08.2023) დამტკიცებული აქვს სკოლაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელიც განსაზღვრავს მათ უფლება- მოვალეობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, საგნობრივი კათედრები. სკოლის სტრუქტურული ორგანოები არის არჩევითი, ამ ორგანოებს ჰყავთ მათი წევრების მიერ სამართლიანდ, ობიექტურად და ყოველგვარი კანონის დაცვით არჩეული თავჯდომარე და მდივანი. ამ ორგანოების არჩევის შესახებ სასკოლოს საზოგადოების წევრებს ეცნონებებათ ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში, არჩევნების ჩატარებამდე ტარდება საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან და მოსწავლეებთან, შეხვედრებზე განიხილება ამ ორგანოების არჩევის წესი, ორგანოების წევრების ფუნქცია მოვალეობები, განიხილება მათი მუშაობის სპეციფიკა და რა გამოწვევები შეიძლება ქონდეთ მუშაობის პროცესში.

Documents

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის N3 საჯარო სკოლის თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ.pdf03/11/2023 13:34:18 · 10.44 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლა სტრატეგიული დაგეგმვისას იცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს: 1. თანამონაწილეობა - სტრატეგიული დაგეგმვა თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფილია პროცესების სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარმართვით და დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტების პროექტ(ებ)ის გაზიარებით. 2. სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინება - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების წევრთა მოლოდინს, რისთვისაც, სტრატეგიული დაგეგმვის ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების წევრებს ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად და უზრუნველყოფს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მათ ჩართულობას ან/და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში შემუშავებული დოკუმეტების მათთვის გაზიარებას. 3. გამჭვირვალობა - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის და მისი განხორციელების პროცესში მუდმივად ახდენს ინფორმაციის გაზიარებას სასკოლო საზოგადოების წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას. 4. ანგარიშვალდებულება - სკოლა ყოველწლიურად ამზადებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს, ხოლო ყოველ 3 წელიწადში (შესაბამისი პერიოდის) და 7 წლის გასვლის შემდეგ ახალი სტრატეგიული გეგმის შედგენამდე - სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას სკოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული არიან შემდეგი მხარეები: • სკოლის დირექცია; • სასკოლო საზოგადოება (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე/მოსწავლეთა თვითმმართველობა, მშობელი); • სამეურვეო საბჭო; • თემი. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები მტკიცდება სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ (იხილეთ სკოლის შვუდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა დანართის სახით )

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული-გეგმა შეცვლილი.pdf04/07/2025 15:06:36 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის N3 საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სკოლის განვითარების სტრატეგია და სკოლის 2023-24 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა სკოლის განვითარების შვიდწლიანი სამოქმედო გეგმის მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სსიპ შოთა რუსთველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 4 ძირითადი მიმართულება. ესენია:  სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება;  სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება;  სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება;  უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. წლიური სამოქმედო გეგმა იხილეთ დანართის სახით

Documents

სკოლის-სტრატეგიული-განვითარების-ერთწლიანი გეგმა საჩხერე #3.pdf03/11/2023 20:56:59 · 0.12 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სსიპ შოთა რუსთველის სახელობის ქალაქ საჩხერის დირექტორს ბრძანებით N2-56 (10.08.2023) აქვს დამტკიცებული მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმები.

Documents

ინიციტივების წახალისების მექანიზმები.pdf08/11/2023 13:58:33 · 1.09 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სსიპ შოთა რუსთველის სახელობის ქალაქ საჩხერის დირექტორს ბრძანებით N2-53 (09.08.2023) აქვს დამტკიცებული სკოლაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრის განხილვის წესი.

Documents

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის N3 საჯარო სკოლაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრის განხილვის წესის დამტკიცების შესახებ.pdf06/11/2023 14:51:33 · 4.02 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სსიპ შოთა რუსთაველი სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლას 2016 წლის 1 ივნისიდან სარგებლობის უფლებით სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს 3590.38 კვ.მ. ფართი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. შენობა არის 3 სართულიანი, ნულოვან სართულზე განთავსებულია სარდაფი, პირველ სართულზე განთავსებულია კომპიუტერული ლაბორატორია, 6 საკლასო ოთახი, რესურს ოთახი, სველი წერტილები, მეორე სართულზე დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და სველი წერტილები, მესამე სართულზე განთავსებულია 8 საკლასო ოთახი. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, რომელიც განთავსებულია სკოლის 1 სართულზე. გასულ წელს დარბაზს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ასევე აქვს სკოლის ეზოში 100 კვ.მ გარე სპორტული მოედანი. სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, რომელიც განთავსებულია მე-2 სართულზე. მოსწავლეებს ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გაკვეთილების ექსპერიმენტული ნაწილი უტარდებათ ლაბორატორიაში; საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში განთავსებულია კოლბები; მულაჟები; მიკროსკოპები; მაგნიტები; პლასტმასის ცილინდრები; კომპასი და სხვა ნივთები, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებს შეუძლიათ პრაქტიკული მუშაობა, კვლევის ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა, გაანალიზება და სათანადო დასკვნის გამოტანა. სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო; სკოლაში არის უწყვეტი ელექტროენერგია, შენობის პირველ და მეორე სართულზე განთავსებულია სველი წერტილი, სკოლაში არის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასმელი წყალი, შენობაში ასევე დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. სკოლის შენობას აქვს ბუნებრივი განათება, ყველა სასწავლო ოთახს აქვს ორი ან მეტი ფანჯარა.

Finances1 additional item

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის N3 საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი (დანართის სახით)

Documents

სკოლის ბიუჯეტი.pdf03/11/2023 14:24:46 · 3.23 MB
Download documents on EMIS