საჩხერე, სოფ. ნიგვზარა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 24
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი ნიგვზარა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ეროვნული ღირებულებების მქონე ახალგაზრდობა. უსაფრთხო, წამახალისებელი გარემოს შექმნითა და არაფორმალური განათლების გაძლიერებით შექმნას ისეთი სოციო- კულტურული სივრცე, სადაც მოსწავლე -ახალგაზრდობა შეძლებს სათანადო ცოდნით, უნარებითა და დამოკიდებულებებით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებით, ინოვაციური ხედვით, უკეთესობისკენ შეცვლოს ქვეყნის მომავალი. სკოლის ხედვაა 2030 წლამდე სკოლა აღიარებული იყოს საგანმანათლებლო სივრცეში ლიდერ საგანმანათლებლო დაწესებულებად, სადაც ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებით, აღიზრდებიან ეროვნული ღირებულებების მქონე, პროგრესულად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი თაობები. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.