საჩხერე, გორაძირის შერწყმული სკოლა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 6
- Available places
- 6
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი კორბოული
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლას აქვს მისია და ხედვა, რომელიც ეფუძნება და შესაბამისობაშია: ,, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთნ , სკოლის ხედვა ორიენტირებულია მოსწავლეების და პერსონალის ინდივიდუალურ, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენ გვინდა შექვმნათ ,,მომავლის სკოლა“ სადაც იქნება განათლების მაღალი ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს აღვზარდოთ სწორი მოქალაქობრივი ცნობიერების განათლებული, კანონმორჩილი, პასუხისმგებლიანი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული , ტოლერანტი, სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებებისა და მემკვიდრეობის დამფასებელი თაობა. სკოლის მისია: Ø ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს/პროფესიული სტუდენტებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება. Ø აზიაროს მათ მეცნიერების საფუძვლებს, ხელი შეუწყოს პროფესიულ ორიენტაციას და პროფესიული უნარების გამომუშავებას. Ø უზრუნველყოს მოსწავლთა/პროფესიული სტუდენტთა მრავალმხრივი, უწყვეტი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლება. Ø შეუქმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლთა/პროფესიული სტუდენტთა პიროვნულ, ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებას, მათთვის ცხოვრებისეული და პროფესიული გამოწვევების ეფექტურად დაძლევის მიზნით. სკოლის ხედვა: სსიპ კორბოულის №2 საჯარო სკოლა მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ სწავლებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულმართვასა და პარტნიორულ თანამშრომლობას. სკოლა უზრუნველყოფს სწავლების პროცესის მოქნილობასადა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. ღირებულებები: Ø სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა. Ø კეთილსინდისიერება. Ø უწყვეტი განვითარება და აკადემიური თავისუფლება. Ø გუნდურობა და გამჭირვალობა Ø შრომის ბაზარზე ორიენტაცია Ø პარტნიორობა
სკოლაში მოქმედებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: დირექცია/ადმინისტრაცია, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმართველობა, საგნობრივი კათედრები, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, მანდატურის სამსახური, მრჩეველთა საბჭო, მკაფიოდაა განსაზღვრული მოქმედი სტრუქტურული ერთეულების/ პირების ფუნქციები. პერსონალის უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი კანონმდებლობით და სკოლა უზრუნველყოფს მათთვის როგორც შესაბამისი პირობების შეთავაზებას.სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დებულება. სკოლის ორგანიზაციული მოწყობა ხელს უწყობს პერსონალს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობების სათანადოდ შესრულებას და დასახული მიზნის მიღწევას. სკოლაში მკაფიოდა განაწილებული მოვალეობები, რომელიც ხელშეკრულებითაა გაწერილი და ეცნობებათ სასწავლო წლის დასაწყისში. სტრუქტურამ ცვლილება განიცადა ინტეგრირებული საგანამანათლებლო პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.
ჩვენი სკოლისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა 7 წელზე გათვლილი სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის მომზადება. ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია სკოლის განვითარების სამომავლო ორიენტირები. გეგმის მომზადებისას განისაზღვრა სკოლის ხედვა და სტრატეგიული მიზნები. ხოლო მიზნებიდან გამომდინარე უკვე განისაზღვრა ამოცანები და კონკრეტული პროექტები.