Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა

იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი ჩიხა

Register ID#1049
Students215
Teachers26
Buildings1
School profile

General information

Principal
ლია ნადირაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
30/10/2023
Authorization end
30/10/2032
First grade admission

Current capacity information

საჩხერე, სოფ. ჩიხა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
21
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს, შექმნას უსაფრთხო მიმზიდველი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, მრავალპროფილური პროფესიული პროგრამების განხორციელების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა უწყვეტ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი 2032 წლისთვის იყოს მდგრადი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, სადაც ყველა მოსწავლე და პროფესიული სტუდენტი შეძლებს კონცეპტუალური ცოდნის შეძენას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და თანამედროვე მიდგომების დახმარებით. სკოლა ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. გამჭირვალობა: სკოლის საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, სკოლის ხედვა და მისია, გახორციელებული ყველა საქმიანობა საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია სასკოლო საზოგადოებისა და თემისათვის. მიუკერძოებლობა: სკოლა უზრუნველყოფს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს სასკოლო საზოგადობის ინტერესებს. თანამშრომლობა და გუნდურობა : სკოლა ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან, სასკოლო საზოგადოებასთან, თემთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს, ვსახავთ ამოცანებს სწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. კვალიფიციურობა და პროფესიონალიზმი - ცოდნა და უნარები, რომლებიც მოზარდს საშუალებას მისცემს იყოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი. ინკლუზიურობა: თითოეული მოსწავლე/სტუდენტი, განურჩევლად სოციალური, ეთნიკური ან სხვა მახასიათებლებისა, სარგებლობს თანაბარი განათლების მიღების შესაძლებლობით.

Documents

მისია,ხედვა, ღირებულებები.pdf25/06/2025 11:52:33 · 0.07 MB
მისია,ხედვა, ღირებულებები 2025.pdf24/07/2025 15:11:13 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

Documents

სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები.pdf26/09/2023 14:35:40 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლა ერთ-ერთი აქტიური და მიზანდასახული სკოლაა რაიონში, 2009 წელს სკოლა გახდა ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება,’’ სკოლას ყოველწლიურად ჰყავს ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები, რომლებიც ირიცხებიან ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სრული და ნაწილობრივი დაფინანსებით, ასევე საბაზო საფეხურის წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც საჩუქრად იღებენ პერსონალურ კომპიუტერებს, სკოლის მონაწილეობას ღებულობენ რაიონულ ღონისძიებებში. სკოლას ყავს წამყვანი მასწავლებლები, ორი მასწავლებელი ჩართულია იუსაიდის პროგრამაში, წარმატებით ხორციელდება სასკოლო პროექტები როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია (საფუძველი: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანება). სწავლება მიმდინარეობს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა შესაბამისად. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა“ და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf02/10/2023 10:44:54 · 0.19 MB
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა - 2025.pdf22/09/2025 13:23:44 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სტრატეგიული მიზანი N1 სკოლის ინსტიტუციური მდგრადობა და მუშაობის ეფექტურობა უზრუნველყოფილია არსებული რესურსებით, ორგანიზაციული მოწყობითა და მიმდინარე პროცესებით სტრატეგიული მიზანი N2 უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა სტრატეგიული მიზანი N3 სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა სტრატეგიული მიზანი N4 ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული განათლების უზრუნველყოფა; სტრატეგიული მიზანი N5. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებთან მემორანდუმის გაფორმებით, მრავალპროფილური პროფესიული განათლების დანერგვის მიზნით;

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf02/10/2023 10:47:02 · 0.07 MB
ჩიხა - ერთწლიანი გეგმა 2024-2025.pdf07/12/2024 13:39:54 · 0.11 MB
Download documents on EMIS

Documents

ერთწლიანი გეგმის ანგარიში 2024-2025.pdf22/09/2025 13:22:58 · 0.1 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში 2023-2024.pdf22/09/2025 13:22:58 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე

Documents

მოსწავლეთა მხარდაჭერის მექანიზმი.pdf28/09/2023 14:33:39 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სკოლაში შემოსული განცხადებისა და საჩივრის განხილვის პროცედურის წესი

Documents

გასაჩივრების წესი.pdf28/09/2023 14:37:13 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances3 additional items

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი (დანართის სახით)

Documents

ჩიხის საჯარო სკოლის 2023წლის ბიუჯეტი.pdf26/09/2023 14:45:41 · 0.25 MB
2024 წლის ბიუჯეტის გეგმა ჩიხ.pdf07/12/2024 13:49:49 · 0.23 MB
2025 წლის ბიუჯეტის გეგმა(ჩიხა) (1).pdf22/09/2025 13:33:29 · 0.27 MB
Download documents on EMIS