საჩხერე, სოფ. გამოღმა არგვეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 4
- Available SEN places
- 4
იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი გამოღმა არგვეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მისიაა, მოამზადოს აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მოსწავლე მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში. განუვითაროს მოზარდს უნარი , რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, შეუქმნას ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობები, განუვითაროს ფიზიკური და გონებრივი უნარ - ჩვევები, უზრუნველყოს აუცილებელი ცოდნით, დაუმკვიდროს ცხოვრების ჯანსაღი წესი, ხელი შეუწყოს კულტურულ ფასეულობათა გაცნობიერებაში, ასწავლოს ოჯახის , საზოგადოების, სახელმწიფოთა და გარემოს წინაშე უფლება - მოვალეობები. აღზარდოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქეები. ხედვა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები განმსჭვალული იქნებიან თავისი ქვეყნის მიმართ პატრიოტული სულისკვეთებით, იქნებიან შემოქმედებითები, ისინი თავად შექმნიან ღირებულებებს, შეძლებენ გონივრული გადაწყვეტილების მიღებას და აღიზრდებიან ღირსეული, ტოლერანტი და კანონმორჩილი მოქალაქეები. ღირებულებები ჩვენ ვთანხმდებით, რომ სკოლის განვითარების პროცესში ვიხელმძღვანელებთ შემდეგი ღირებულებებით: • სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა; • კეთილსინდისიერება; • უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა; • აკადემიური თავისუფლება; • გუნდურობა; • გამჭვირვალობა.
დირექცია, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, პედაგოგიური საბჭო, ბუღლტერი, საქმისმწარმოებელი, კლასის ხელმძღვანელები, ექთანი, კათდრები, ტექნიკური პერსონალი.
სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას. სკოლის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2020-2026 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების სტრატეგია, სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე.ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი სკოლა უნდა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. სკოლაში უნდა დაინერგოს ჯანსაღი კონკურენცია, რაც ხელს შეუწყობს სკოლას წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში და საბოლოო ჯამში – სკოლის განვითარებას. სკოლას დაგეგმილი აქვს 2020-2026 წლებში იმუშაოს სამი სტრატეგიული მიმართულებით: 1. სკოლის მომსახურებების გაუმჯობესება; 2. სკოლაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებების ხელშეწყობა; 3. სკოლის ორგანიზაციული განვითარება.
2023-24 სასწავლო წლისთვის შემუსავებულია სასკოლო სასწავლო გეგმა, სკოლის სამუშაო გეგმაში შემუშავებულია სასკოლო საათობრივი ბადე, სასწავლო წლის კალენდარი, სასწავლო წლისთვის შერჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი, შეფასების ტიპები, კომპონენტები, შეფასება და გაცდენები, სადამრიგებლო პროგრამა, საგნობრივი კათედრების სამუშაო გეგმა, შიდა სასკოლო მონიტორინგის პრინციპები, სადისციპლინო კომიტეტში მასწავლებლების წარდგენა პედაგოგიური საბჭოს მიერ, მასწავლებლების სამოქმედო გეგმები. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, მოსწავლეთა უფლებების დაცვა სასწავლო პროცესში, ტრანზიციის მხარდამჭერი აქტივობები.
მოსწავლეთა ტრანსპორტირება
სკოლის შინაგანაწესი, სადისციპლინო კომიტეტი, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლის მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური/დამხმარე პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შერჩევისა და სამსახურში მიღების ერთიანი წესის დამტკიცება, სკოლის საჯაროობის ხელშემწყობი მექანიზმის დამტკიცება, სკოლის მოსწავლის, პერსონალის, მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმის დამტკიცება, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მექანიზმის დამტკიცება, სკოლის ფიზიკური უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმის დამტკიცება, სკოლის ინფორმაციის დაცვის პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამტკიცება, სკოლის მატერიალური და არამატერიალური რესურსებით სარგებლობის წესის დამტკიცება, სკოლის მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცება, სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმის დამტკიცება, სკოლის მოსწავლეთა ტრანზიციის ხელშემწყობი მექანიზმის დამტკიცება, სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, პერსონალის, საჩივრის განხილვის პროცედურების დამტკიცება.
მდგრადი, ერთსართულიანი შენობა, 24 სთ ელექტროენერგია, წყლით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, გამართული წყალ-კანალიზაცია და გათბოიბის სისტემა, საევაკუაციო გეგმა, სახანძრო საშუალებები.
სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის წლიური ბიუჯეტი