Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა

იმერეთი · საჩხერე · საჩხერე, სოფელი არგვეთი

Register ID#1045
Students186
Teachers25
Buildings1
School profile

General information

Principal
სალომე აბრამიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
05/08/2025
Authorization end
05/08/2034
First grade admission

Current capacity information

საჩხერე, სოფ. არგვეთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
16
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია: სსიპ - პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით, მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნით ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე; კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების აღზრდაზე, რომელიც შეძლებს: თვითრეალიზაციას, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე იცხოვროს დემოკრატიული პრინციპებით. სკოლის ხედვა სსიპ - პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის ხედვაა მომავალი 7 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახდეს ლიდერი სკოლა შემდეგი მიმართულებების განვითარებით: • მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა უნივერისტეტებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით; • კლუბური და პროექტული მუშაობის გაძლიერება; • ბიზნეს სექტორთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობა; • მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერება; • STEM მიმართულების გაძლიერება; • წიგნიერების განვითარება; სკოლის ღირებულებები: სკოლის საერთო კულტურა განსაზღვრავს, თუ რა ღირებულებები აქვს სკოლას. არგვეთის საჯარო სკოლა ემსახურება შემდეგი ღირებულებების ჩამოყალიბებას: • პატრიოტიზმი: სასკოლო კურიკულუმსა და აქტივობებში გათვალისწინებულია სამშობლოს თემატიკისათან დაკავშირებული საკითხები. • სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს გააზრებული აქვს საკუთარი როლი, ფუნქცია და მოვალეობები. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ურთიერთპატივისცემა: კომუნიკაცია ემყარება ერთმანეთის აზრის მოსმენას, გაზიარებასა და გათვალისწინებას. • ტოლერანტობა : სასკოლო საზოგადოება ხელს უწყობს განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმღებლობას . • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარებას განვითარების ინოვაციურ გზებს, ღია ვართ სიახლეებისადმი.

Documents

მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია.pdf28/05/2025 17:46:09 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf02/06/2025 11:01:24 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

შვიდწლიანი 2024-2031 სტრატეგიული გეგმა.pdf02/06/2025 11:01:21 · 0.27 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 სასწავლო წელი.pdf19/03/2025 16:47:50 · 0.38 MB
Download documents on EMIS

Performance report

2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს მოხდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის მიხედვით. კერძოდ, ამოცანების შესაბამისი აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ანგარიშების საფუძველზე. აღნიშნული შედეგები წარედგინა სამეურვეო საბჭოს.

Programs and support services10 additional items

Documents

საშუალო საფეხურის კურიკულუმი.pdf29/03/2025 09:55:47 · 0.39 MB
საბაზო საფეხურის კურიკულუმი.pdf29/03/2025 09:55:47 · 0.32 MB
დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი.pdf29/03/2025 09:55:47 · 0.26 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა- 2024-2025(1).doc28/05/2025 17:52:54 · 0.3 MB
სასკ. კურიკულ. შემუშავებ.დაგანვით.მეთოდოლოგია.pdf28/05/2025 18:25:16 · 1.33 MB
ვერიფიკაციის მექანიზმი.pdf28/05/2025 18:25:16 · 1.21 MB
ხარისხ. უზრუნვ. მექანიზმი.pdf28/05/2025 18:25:16 · 0.13 MB
ძირით. და დამხმარე მმართვე. ერთე. პროცესები.pdf28/05/2025 18:25:16 · 0.18 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf28/05/2025 18:25:16 · 1.23 MB
მოსწ.ინიციატივების მხარდამჭ.მექანიზმი.pdf28/05/2025 18:25:17 · 1.15 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

Documents

ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყ.სტატუსის შეჩერ.წესი.pdf28/05/2025 18:24:38 · 0.14 MB
ბიბლიოთეკის მუშაობის წესი.docx28/05/2025 18:24:38 · 1.13 MB
უფლებ. და გასაჩ.მექანიზ..pdf28/05/2025 18:24:38 · 5.24 MB
შინაგანაწესი 2024.pdf28/05/2025 18:24:38 · 0.26 MB
Download documents on EMIS
Infrastructure10 additional items

Documents

შენობა #05.pdf28/05/2025 18:24:47 · 0.79 MB
შენობა #04.pdf28/05/2025 18:24:47 · 0.79 MB
შენობა #03.pdf28/05/2025 18:24:47 · 0.94 MB
შენობა #02.pdf28/05/2025 18:24:47 · 0.92 MB
შენობა #01.pdf28/05/2025 18:24:48 · 1.09 MB
საკადასტრო აზომვ. ნახაზი.pdf28/05/2025 18:24:48 · 0.14 MB
სკოლის საგანგებო მართვის გეგმა.pdf28/05/2025 18:24:48 · 1.36 MB
საევაკუაციო გეგმა.pdf28/05/2025 18:24:48 · 0.46 MB
ინფრასტრუქ. წერილი.შენობ. მდგრად..pdf28/05/2025 18:24:48 · 0.22 MB
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.pdf28/05/2025 18:24:48 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

Documents

შესყიდვების გეგმა.pdf28/05/2025 18:42:27 · 1.25 MB
ბიუჯეტი 2025.pdf28/05/2025 18:42:27 · 0.21 MB
Download documents on EMIS