თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ვარდისუბნის ქ. №8
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 7
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 4
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ვარდისუბნის ქ. №8
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა: ურთიერთზრუნვითა და თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, მამოტივირებელი, ინოვაციური და ინკლუზიური სასწავლო გარემო, რომელიც ემსახურება გლობალურად მოაზროვნე, ყოველმხრივ განვითარებული, შემოქმედი, ინოვატორი ინდივიდების ჩამოყალიბებას თითოეული მათგანის წარმატებული და რეალიზებული მომავლისათვის საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ! ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა 2030 წლისათვის ჩვენი სკოლა გახდება რეგიონში აღიარებული, წარმატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების მუდმივ დაკმაყოფილებაზე. სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელთა კვალიფიციური და მოტივირებული გუნდის დახმარებით, შეძლებენ გამოიმუშაონ კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება და მუდმივად პროგრესისაკენ მსწრაფ გარემოში ადაპტაციის უნარი. STEAM-ის საგნების გაძლიერებით სკოლა ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებითა და დანერგვით უპასუხებს XXI საუკუნის გამოწვევებს. სკოლა მოსწავლეს შესძენს იმ უნარებს, რომლებსაც ის გამოიყენებს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი ღირებულებების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს ქვეყნისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი ცხოვრების მხარდაჭერა. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: ჯანსაღი ცხოვრება; სიყვარული; ჰუმანიზმი; პატრიოტიზმი; სამართლიანობა; პასუხისმგებლობა; თანამშრომლობა; ინოვაციურობა; ტოლერანტობა; გარემოსდაცვა
სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით.
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.