სამტრედია, მშვიდობის 1
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 20
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
იმერეთი · სამტრედია · სამტრედია, მშვიდობის №1
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: სკოლა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაცულ გარემოში, ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას; ქმნის გარემოს, რომელშიც მოსწავლეები ივითარებენ კულტურული ღირებულებებისა და მრავალფეროვნების პატივისცემის უნარს, აცნობიერებენ ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობას პოზიტიური სასკოლო გარემოს შესაქმნელად და თავად არიან მისი შექმნის მონაწილეები. სკოლის ხედვა: სსიპ ქალაქ სამტრედიის N12 საჯარო სკოლა და მისი აღსაზრდელები რეგიონის საგანმანათლებლო სფეროში საუკეთესო ათეულში დაიმკვიდრებენ ადგილს. მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდებით და ექნებათ საკუთარი განვითარების ინდივიდუალური გზა.სკოლა იქნება ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბების ყველაზე კონკურენტუნარიანი კერა თემში. ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • პატრიოტიზმი:-ცოდნით,ღირებულებებით და უნარებით ქვეყნის განვითარებისათვის მსახურება. • მიკუთვნებულობა,სკოლასთან იდენტობის განცდა, სასკოლო პროცესში ჩართვა,თანამონაწილეობა და პროგრესის ჩვენება. • სამართლიანობა და თანასწორობა, უსაფრთხო და ჰარმონიული სამუშაო სივრცის შექმნა აქტიური ჩართულობისათვის. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს .არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, მანდატურს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, ადმინისტრაციასა და არასაშტატო ერთეულს. სკოლის სტრუქტურული ერთეულები ასრულებენ თანამდებობრივი ინსტრუქციებით გაწერილ მოვალეობებს. სსსმ მოსწავლეთა განვითარებაში სპეციალურ მასწავლებელთან ერთად ჩართულია ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ინდივიდუალური ასისტენტები.
სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერის სერვისებს სხვადასხვასა დოკუმენტის საფუძველზე.
ქცევის წესები შეტანილია როგორც სკოლის შინაგანაწესში,ასევე სასკოლო სასწავლო გეგმაში. მოსწავლეები სასწავლო წლის დასაწყისში ეცნობიან მას და ამავე დროს ცალკეულ საკლასო ოთახებში გამოკრულია თვალსაჩინო ადგილას.