სამტრედია, თელიას ქ.N2
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 19
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
იმერეთი · სამტრედია · სამტრედია, თელიას №2
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეროვნული ცნობიერების მქონე, მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული, თავისუფალი და პასუხისმგებლიანი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი, ტოლერანტი და ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც მზადაა თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევებისათვის. სკოლის ხედვა: სკოლა შექმნის რეგიონში აღიარებულ, კონკურენტუნარიან ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეს სადაც პრიორიტეტულია დემოკრატიულ მონაწილეობაზე, ინკლუზიურობაზე, გენდერულ თანასწორობასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე დაყრდნობით უწყვეტი, ხარისხიანი განათლების მიღება, უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, პროფესიული უნარების განვითარება, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების როლის გაძლიერება სასწავლო და ადმინისტრირების პროცესში. ღირებულებები: გაზიარებული ლიდერობა - სასკოლო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობით დასახული მიზნების განხორციელება; სამართლიანობა და თანასწორობა - აქტიური ჩართულობისათვის უსაფრთხო და ჰარმონიული სამუშაო სივრცის შექმნა; პროფესიონალიზმი - ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა; ტოლერანტობა - იდენტობის, სხვათა შრომის, მიღწევების და აზრის პატივსაცემის აღიარება; პატრიოტიზმი - ცოდნით, ღირებულებებით და უნარებით ქვეყნის განვითარებისთვის მსახურება. მიკუთვნებულობა - სკოლასთან იდენტობის განცდა, სასკოლო პროცესებში ჩართვა, თანამონაწილეობა და პროგრესის ჩვენება; ინკლუზიურობა, გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის (შემდგომი - სკოლა) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, არსებული სირთულეების, საჭიროებები და ინიციატივების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამის ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება. 2. წინამდებარე დებულება ხელს შეუწყობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს და სასკოლო კუკლტურის განვითარების შესაძლებლობის გაზრდას. მუხლი 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნები 1. მოსწავლეთა ინიციატივებს მხარს უჭერს კლასების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, დირექცია 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ძირითადი ამოცანებია 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.5. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.6. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და ინფორმაციის შეგროვება; 2.8. იდენტიფიცირებული პრობლემისა და საჭიროების სკოლის დირექციისათვის მიწოდება და გადაჭრის გზების შეთავაზება; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 3. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის აქტივობები ხორციელდება მოსწავლეთა მშობელთან, სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა ინიციატივების წარდგენის წესი 1. მოსწავლეებს ინიციატივის დაყენების უფლება აქვთ კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთნ, სკოლის დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან, როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით; 2. მასწავლებელთან ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში, მასწავლებელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს კლასის დამრიგებელს; 3. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მოსწავლის მიერ წარდგენილი ინიციატივები განიხილოს დირექციასთან; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობის წინაშე წარდგენილი ინიციატივები განიხილება თვითმმართველობის წევრების მიერ და ეცნობება სკოლის დირექციას შემდგომი ნაბიჯებისათვის მხარდაჭერის მიზნით; 5. დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან წარდგენილი ინიციატივები განიხილება მათ მიერ. მუხლი 5. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა 1. სკოლის დირექცია უზრნველყოფს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში; 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დირექცია კომუნიკაციას ამყარებს სკოლის მოსწავლეებთან სიტყვიერად ან წერილობით, ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრებით; 3. დაყენებულ ინიციატივას სკოლის დირექცია განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატში აცნობებს საინიციატივო ჯგუფს. მუხლი 6. წესის დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. წინამდებარე წესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით; 2. წესში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს სასკოლო საზოგადოებას
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით