სამტრედია, 9 აპრილის 79
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 75
- Available places
- 18
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 3
იმერეთი · სამტრედია · სამტრედია, 9 აპრილის № 79
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქლაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ფილოსოფია მისია სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მისიაა, რომ მაღალპროფესიონალური ადამიანური რესურსებითა და ძლიერი ტექნიკური ბაზით დაკომპლექტებულ საგანმანათლებლო გარემოში გააუმჯობესოს სასწავლო დისციპლინა, დანერგოს სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდები, უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის გამოვლენა და ინკლუზია სასწავლო გარემოში, აღზარდოს თავისუფალი აზროვნებისა და ტრადიციების პატივისმცემელი ტოლერანტი მოქალაქე, რომელსაც ქცევასა ან/და კომპეტენციაში ექნება გამოხატული ისეთი ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, რომლებიც შეესაბამება ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებს. ხედვა: სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა იქნება ინოვაციური და წამყვანი სასწავლო დაწესებულება, რომელშიც მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერით გაუმჯობესდება ინკლუზიური გარემო, სადაც აღიზრდებიან თავისუფალი, ტოლერანტი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებები, დამკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამაღლდება წიგნიერების დონე, გაუმჯობესდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამას უზრუნველყოფს ისეთი სასკოლო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიული უნარების განვითარება/სრულყოფაზე. 2031 წლისათვის სკოლა იქნება ერთ-ერთი აღიარებული და ყველაზე პრესტიჟული სასწავლო დაწესებულება. ღირებულებები: 1. თანასწორობა 2. სამართლიანობა 3. გამჭვირვალობა 4. თანამშრომლობა 5. ინიციატივების შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა 6. პროფესიული ზრდა და განვითარება 7. მიმღებლობა 8. პასუხისმგებლობა