სამტრედია, სოფ. ოფეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 24
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · სამტრედია · სამტრედია, სოფელი ოფეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის ხედვა სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სკოლა 2030 წლისთვის იმერეთის რეგიონში იქნება გამორჩეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და ტოლერანტი ადამიანის ჩამოყალიბებას. მისია გარე და შიდა ფაქტორების სისტემატიური ანალიზით, მოსწავლეთა საჭიროებაზე და შესაძლებლობაზე მორგებული საათობრივი ბადითა და უნიკალური შეფასების სისტემით, სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლა ხელს უწყობს ისეთი უნარების გამომუშავებას, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება აქტუალური შესაძლებლობების მიღმა არსებული ამოცანების გადაჭრაში; სკოლა ხელს უწყობს ზრუნვის, სწავლისა და კვლევის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მიღებული ცოდნა და ღირებულებები ეპოქის/დროის შესატყვისია. ღირებულებები სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლის ღირებულებებია: სამართლიანობა გუნდურობა ზრუნვა გამჭვირვალობა სკოლისადმი ერთგულება გამოცდილების გათვალისწინება და სიახლეების მიმართ ღიაობა
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლა არის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, რომელიც ზრუნავს სოფლის განვითარებაზე, სოფელში მცხოვრები ბავშვების განათლებაზე, სკოლის მისიაა აღზარდოს პატრიოტი, კეთილი, განათლებული, ტოლერანტული თაობა, რომელიც უფრო მეტად განავითარებს ჩვენს ქვეყანას. სკოლაში შემავალის ტრუქტურული ერთეულებია: 1.სკოლის ადმინისტრაცია 2.სამეურვეო საბჭო. 3.პედაგოგიური საბჭო. 4.მრჩეველთა საბჭო. 5.დისციპლინური კომიტეტი. 6.ხარისხის მართვის ჯგუფი. 7.მოსწავლეთა თვითმართველობა (საბაზო საფეხური). ყველა ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ ახალგაზრდა თაობის ბრწყინვალე მომავალზე.
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში შეიმუშავა ახალი 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა.
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა. (იხ.ფაილები).
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლის (შემდგომი - სკოლა) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, არსებული სირთულეების, საჭიროებები და ინიციატივების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამის ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება. 2. წინამდებარე დებულება ხელს შეუწყობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს და სასკოლო კუკლტურის განვითარების შესაძლებლობის გაზრდას. მუხლი 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნები 1. მოსწავლეთა ინიციატივებს მხარს უჭერს კლასების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, დირექცია 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ძირითადი ამოცანებია 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.5. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.6. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და ინფორმაციის შეგროვება; 2.8. იდენტიფიცირებული პრობლემისა და საჭიროების სკოლის დირექციისათვის მიწოდება და გადაჭრის გზების შეთავაზება; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 3. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის აქტივობები ხორციელდება მოსწავლეთა მშობელთან, სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა ინიციატივების წარდგენის წესი 1. მოსწავლეებს ინიციატივის დაყენების უფლება აქვთ კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთნ, სკოლის დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან, როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით; 2. მასწავლებელთან ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში, მასწავლებელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს კლასის დამრიგებელს; 3. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მოსწავლის მიერ წარდგენილი ინიციატივები განიხილოს დირექციასთან; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობის წინაშე წარდგენილი ინიციატივები განიხილება თვითმმართველობის წევრების მიერ და ეცნობება სკოლის დირექციას შემდგომი ნაბიჯებისათვის მხარდაჭერის მიზნით; 5. დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან წარდგენილი ინიციატივები განიხილება მათ მიერ. მუხლი 5. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა 1. სკოლის დირექცია უზრნველყოფს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში; 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დირექცია კომუნიკაციას ამყარებს სკოლის მოსწავლეებთან სიტყვიერად ან წერილობით, ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრებით; 3. დაყენებულ ინიციატივას სკოლის დირექცია განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატში აცნობებს საინიციატივო ჯგუფს. მუხლი 6. წესის დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. წინამდებარე წესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით; 2. წესში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს სასკოლო საზოგადოებას
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა კარგ მდგომარეობაშია,სკოლის ეზო არის კეტილ მოწყობილი, სკოლა არის გარემონტებული, სკოლაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, საკლასო ოთახები არის ნათელი.სკოლის შიგნით არის ახლად აშენებული სველი წერტილები, ასევე არის ადაპტირებული სველი წერტილი, სკოლას აქვს პანდუსი.სკოლაში დაცულია უსაფრთხოების ნორმები, მოწყობილია ხანძარსაწინააღმდეგო სტენდი, სკოლას აქვს ექთნის ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით, სკოლას ჰყავს ექთანი.
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის N1 საჯარო სკოლა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც განისაზღვრება სკოლის თანამშრომლების ( მასწავლებლები, ადმინისტრაცია, ტექ-პერსონალი და შტატგარეშე) შრომის ანაზღაურებისთის.ექთნისა და სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი პირის ხელფასები ირიცხე სკოლის ანგარიშზე ცალკე.სკოლის ვაუჩერული დაფინასება გამომდინარეობს სკოლაში არსებული ფინანსური კლასების რაოდენობიდან.ყოველი წლის 10 დეკემბერს დირექტორი და სკოლის ბუღალტერი წარუდგენს სამეურვეო საბჭოს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, სადაც დაწვრილებით არის განხილული სკოლის ბიუჯეტის შესრულება, ასევე სკოლის ბუღალტერი სამეურვეო საბჭოსთან და დირექტორთან ერთად გეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტს.