Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა

იმერეთი · სამტრედია · სამტრედია, დაბა კულაში

Register ID#1013
Students144
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
ნუგზარ კვანტალიანი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
09/11/2023
Authorization end
09/11/2032
First grade admission

Current capacity information

სამტრედია, დაბა კულაში

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
4
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია 2023 წელი სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიია, ინოვაციურ - ეფექტური სასწავლო მეთოდების საშუალებით, მოზარდს ჩამოუყალიბოს უწყვეტი განვითარების უნარი, რისი საშუალებითაც იგი შეძლებს შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას და მატერიალური, ინტელექტუალური და დემოკრატიული ღირებულებების შექმნას. ხედვა 2023 წელი შვიდი წლის შემდეგ, ჩვენი სკოლის კურსდამტავრებულთა 65 % შეძლებს იყოს რეალიზებული, მოთხოვნადი კადრი შრომისბაზარზე და თავისი საქმიანობით ქმნიდეს მატერიალურ და ინტელექტუალურ კაპიტალს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ღირებულებები 2023 წელი გლობალიზაციის პროცესისა და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი სკოლა აღიარებს ღირებულებებს, რომელთა მიღება და გათავისება სასკოლო საზოგადოების მიერ ხელს შეუწყობს ისეთი მოაქალაქის აღზრდას/ჩამოყალიბებას, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს მსოფლიო/საერთაშორისო გამოწვევებს. მისია 2025 წელი ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით. რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.

Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურა

Documents

სკოლის -სტრუქტურა.pdf07/11/2023 10:44:46 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა.pdf11/12/2023 11:38:05 · 8.58 MB
დაბა კულაშის საჯაროს ერთწლიანი გეგმა (1).pdf29/10/2025 09:22:38 · 0.79 MB
შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-კულაში.2025-2032წ.pdf29/10/2025 13:47:38 · 0.19 MB
2024 - 2025 სამოქმედო გეგმის მონიტორინგი.pdf22/12/2025 12:30:21 · 20.17 MB
2023 - 2024 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი.pdf22/12/2025 13:03:17 · 20.11 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

2023 - 2024 წ.წ.ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf11/12/2023 11:39:06 · 14.37 MB
ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-კულაში-2025-2026.docx29/10/2025 09:26:52 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა, ფორმალური განათლების პარალელურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას, სადაც მოსწავლის კარიერული წინსვლის უმეტესი წილი სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე მოდის. შესაბამისად უკვე, მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი თანხმდება იმაზე, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს კარიერულ წინსვლასა და ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. უკვე სამივე რგოლი თანაბრად აღიარებს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყოს ინდივიდუალური, ესთეტიური და შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას. რაც შემდგომში მოსწავლეს განუვითარებს შემდეგ უნარებს: ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი, სოციალური და თანამშრომლობითი უნარები, სისტემური აზროვნების უნარი. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე თეორიულ ცოდნასთან ერთად იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას. სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას არაფორმალური სივრცე, სადაც მოსწავლეებისთვის შეიქმნა/იქმნება სახელოვნებო გარემო. მსგავს გარემოს ქმნის სასკოლო პროექტები. შესაბამისი პროექტები სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლაში წლებია აქტიურად მიმდინარეობს. თითოეული პროექტის მიზანია სკოლამ ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბოს მოსწავლეს პროფესიული/სახელოვნებო განათლების მიმართ ინტერესი, მოსწავლის ცხოვრება გახადოს საინტერესო და თანამედროვე. სკოლა ქმნის საკუთარ საავტორო პროექტებს. პარალელურად აქტიურად ერთვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ პროგრამებსა და პროექტებში. მოსწავლეებს აქვთ სურვილი ჩაერთონ და განახორციელონ ისეთი სასკოლო პროექტები, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. ამიტომაც სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლაში გააქტიურდა მოსწავლეთა თვითმმართველობის რგოლი და ყველა პროექტი, აქტივობა იგეგმება მოსწავლეების ჩართულობით, მხარდაჭერით, მათ ინტერესებზე მორგებით. სკოლა მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და მოსწავლეები სკოლასთან აქტიურად თანამშრომლოს, ხდება იდეების გაცვლა და ისეთი აქტივობების დაგეგვმა რომლებიც მათთვის საჭირო და საინტერესოა. მოსწავლეები ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამებში, პროექტებში. 2023-2024 სასწავლო წელს შევთავაზეთ „ეკო - კლუბის“ წევრებს აქტივობა ცნობიერების ამაღლების მიზნით „კატასტროფებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“ და „სურსათის მსოფლიო დღე“. ასევე სკოლაში ფუნქციონირებს ქართლი ენისა და ლიტერატურის კათედრის კლუბი „სხივი“, რომელიც ინეტერესით ჩაერთო cineDoc - ის სკოლის ფილმის ჩვენებას. ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავლის ხმა“.

Documents

მოსწავლის-ჩარიცხვის-საფეხურის-დაძლევის-მობილობის-სტატუსის-შეჩერების-მექანიზმი.docx09/11/2023 11:11:56 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

ქევის წესები და აპელაციის მექანიმები

Documents

გასაჩივრების-მექანიზმი.docx09/11/2023 11:14:35 · 0.04 MB
შინაგანაწესი.doc09/11/2023 11:14:35 · 0.22 MB
შინაგანაწესი. 2025 წელი.pdf29/10/2025 09:50:44 · 19.75 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances4 additional items

Documents

ბიუჯეტი 2023.xls30/11/2023 10:27:05 · 0.07 MB
2025 წლის ბიუჯეტი.pdf29/10/2025 10:44:08 · 2.59 MB
ფინანსური მდგრადობა 2024 წელი.doc03/12/2025 11:38:20 · 0.05 MB
ფინანსური ანგარიში. 2025 წელი.docx22/12/2025 15:04:24 · 0.02 MB
Download documents on EMIS