თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სამღერეთის ქ. №9
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 14
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 6
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სამღერეთის ქ. №9
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ თბილისის №129 საჯარო სკოლის მისია: სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს უსაფრთხო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ გარემოში. ხედვა: ყოველმხრივ, ჰარმონიულად განვითარებული ჯანსაღი თაობის აღზრდა. 129-ე საჯარო სკოლა - ღია სკოლა, როგორც დასახლების სასწავლო კულტურული და სათემო განვითარების ცენტრი. მიზანი: თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა; თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება; მოსწავლეთა დამოკიდებული და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშეწყობა და პატივისცემა; ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა.
სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს ხუთ სტუქტურულ ერთეულს: 1) სკოლის დირექცია - სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; 2) სკოლის ადმინისტრაცია - საქმისმწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; 3) სკოლის კოლეგიალური სტრუქტურული ერთეულები - სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, მრჩეველთა საბჭო; 4) ტექნიკური და სხვა დამხმარე პერსონალთა სრუქტურული ერთეული - ექიმი, დამლაგებელი, დარაჯი, მუშა; 5) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სტუქტურული რგოლი: სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი (გრაფიკულად, სკოლის სტრუქტურა იხილეთ მიბმულ ფაილში.
სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის დოკუმენტი (7 წლიანი, 2023-2030 წწ) წარმოადგენს სასკოლო ცხოვრების მომავლის ერთგვარ პროგნოზს, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ვითარებაზე და ითვალისწინებს მომავალ პერსპექტივებს. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვით განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა და მისია, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევის საუკეთესო და რეალისტური საშუალებები. (დაწვრილებით, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა იხილეთ მიბმულ ფაილში)
სსიპ - ქალაქ თბილისის #129 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 7 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის დებულებიდან და 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში, გეგმავს სამუშაო პროცესის წარმართვას შემდეგი მიმართულებებით: 1. ორგანიზაციული განვითარება სასწავლო წლისთვის სკოლაში სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისათვის სათანადო დოკუმენტაციების შემუშავება; 2. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; 3. ადამიანური რესურსების განვითარება; 4. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; 5. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; 6. სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა; 7. მოსწავლეთა მხარდაჭერის გაზრდა. (წლიური სამოქმედო გეგმა იხილეთ მიბმილ ფაილში)
პროგრამებისა და მხარდამჭერი სერვისების მიმართულებით, დანართების სახით, წარმოდგენილია ისეთი დებულებები, როგორიცაა: 1. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის, 2023-2024 სასწავლო წლის, სასკოლო სასწავლო გეგმა; 2. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის, 2023-2024 სასწავლო წლის, სასკოლო კალენდარი; 3. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის, 2023-2024 სასწავლო წლის, სასწავლო (საგაკვეთილო) განრიგი; 4. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის დებულება (კომუნიკაციების სტრატეგია); 5. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის ადამიანური რესურსი მართვის პოლიტიკა (დოკუმენტი); 6. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ადაპტაციის წესი (დოკუმენტი); 7. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის უსაფრთხოების მართვის პოლიტიკა; 8. სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი და მონიტორინგის მექანიზმები.
სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლაში, სასკოლო საზოგადოების ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გენერირებულია სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის შინაგანაწესში, ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. მიბმულ ფაილებში იხილეთ, სსიპ - ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლის: 1. სკოლის შინაგანაწესი; 2. სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი; 3. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი; 4. მოსწავლის ქცევის კოდექსი;