Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, მუხიანის მე-3 მ/რ, დუმბაძის პროსპექტი

Register ID#10
Students2,394
Teachers151
Buildings2
School profile

General information

Principal
ირაკლი კუპატაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
17/11/2023
Authorization end
17/11/2032
First grade admission

Current capacity information

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, მუხიანის მე-3 მ/რ, დუმბაძის პროსპექტი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
175
Available places
0
SEN capacity
18
Available SEN places
13

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, მუხიანის დასახლება მე-3 მ/რაიონი

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
50
Available places
41
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ჩვენ ვზრდით, ძლიერი ფინანსური ცოდნითა და უნარებით აღჭურვილ თაობას მომავალ მეწარმეებად და ციფრულ მოქალაქეებად, დემოკრატიულ და მზრუნველ გარემოში. სკოლის ხედვა სწავლების მაღალი ხარისხიდან, სასწავლო პროგრამებიდან, დემოკრატიული, ესთეტიური და მზრუნველი გარემოდან გამომდინარე, ჩვენი სკოლა, მომავალ 7-10 წელიწადში აღზრდის ტექნოლოგიური, ფინანსური და სამეწარმეო ცოდნით აღჭურვილ მოვწავლეებს, რომლებსაც ექნებათ ინოვაციური და თანამედროვე იდეები, ქვეყნისა და მსოფლიოს უკეთესი განვითარებისთვის. სკოლის ღირებულებები სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოს დაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას; ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას; კ) სწავლა-სწავლების პროცესში საგანთა არჩევანის თავისუფლებას.

Documents

მისია, ხედვა, ღირებულებები.docx07/04/2026 09:00:22 · 0 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სკოლას აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალება, სადაც სკოლის თითოეულმა წარმომადგენელმა იცის საკუთარი საქმიანობა და განსაზღვრულია მისი როლი. სწორად დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელს უწყობს ურთიერთობებს, ადგენს პოზიციებს, ფორმალური ანგარიშვალდებულების ხაზებს კონკრეტულ თანამდებობებს, პოზიციებსა თუ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რაც აორგანიზებს პერსონალის შრომის პროცესს. შესაბამისად, წარმოდგენილ დოკუმენეტში მკაფიოდ არის გაწერილი პერსონალის ფუნქციები, მოვალეობები, ამოცანები და მათი საქმიანობის როლი სკოლის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია თითოეული თანამშრომლისთვის.

Documents

სკოლის სტრუქტურა-ახალი.pdf21/09/2023 15:58:32 · 0.22 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სტრატეგიული მიმართულებები 1. მატერიალური რესურსის გაუმჯობესება  ინფრასტურქტურის გაუმჯობესება;  სკოლის თანამედროვე ქსელური და ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვა;  პრაქტიკული და საჩვენებელი რესურსების გამრავალფეროვნება. სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფიზიკური გარემო, რომელიც აერთიანებს სკოლის ინფრასტრუქტურას, სწავლებისათვის განკუთვნილ ციფრულ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სასწავლო, დამხმარე რესურსს (ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ა.შ). სწორედ ამიტომაც სკოლის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა მატერიალური რესურსის გაუმჯობესება. 2. ადამიანური რესურსის განვითარება  პედაგოგიური გუნდის გასაძლიერებლად ახალგაზრდა, მოტივირებული და განათლებული მასწავლებლების მოზიდვა;  სკოლის ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და ხელშეწყობა;  ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია და ეფექტური მართვის პოლიტიკის შემუშავება; მასწავლებელი არის საკვანძო ფიგურა სწავლა-სწავლების პროცესში, რომელიც მოსწავლეს ეხმარება ცოდნის კონსტრუირებაში. კვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი კი უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და ეფექტური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებლის მუდმივი მხარდაჭერა და ხელშეწყობა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განსაკუთრებით მაძიებელი მასწავლებლებისათვის. გარდა ამისა, სკოლის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის ყოველდღიურ, გამართულ ფუნქციონირებას, შესაბამისად საჭიროა სკოლის პერსონალის ეფექტური მუშაობის ხელშემწყობი გარემოსა და პრინციპების არსებობა. 3. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება  სასკოლო კურიკულუმის დახვეწა დაა განვითარება;  კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა;  სასწავლო პროცესის მონიტორინგის სრულყოფა და შედეგების შესაბამისად რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესება;  თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა და მონიტორინგი. სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა უნარების, შესაძლებლობების და ინტერესების გამოვლინებას და განვითარებას. სკოლის უმთავრესი ფუნქციაა სწავლის დროს მოსწავლემ მიიღოს არამხოლოდ ინფორმაცია, არამედ შეძლოს ამ ინფორმაციის გააზრება, გამოყენება, დასკვნების გაკეთება, შეფასება და ანალიზის გაკეთება. ამისათვის საჭიროა სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენოს სხვადასხვა, მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამები, მიდგომები, რესურსები და საკლასო, თუ კლასგარეშე აქტივობები. 4. ორგანიზაციული განვითარება  სასკოლო ორგანიზაციული, მარეგულირებელი და სხვა დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია და სრულყოფა;  მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა და ეფექტიანობის ზრდა;  ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება სხვადასხვა საგანმანათლებლო და გარე დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან;  სკოლის ცნობადობის ზრდა; სკოლის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელი და ორგანიზაციული დოკუმენტაცია იყოს სისტემატიზირებული, ოპტიმიზირებული და სრულყოფილი, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს სკოლის დირექციას/მენეჯმენტს. სკოლის მართვის, ორგანიზაციული საკითხების სისტემატიზაცია და გამართულობა ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტურობას. განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა უნდა ურთიერთქმედებდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უნდა იყოს ღია თანამშრომლობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნული საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მიიღონ არაფორმალური განათლება და მიიღონ მონაწილეობა მრავალფეროვან აქტივობებში. 5. უსაფრთხო, ორაგანიზებული და დისციპლინური გარემოს უზრუნველყოფა  წესრიგის, დისციპლინისა და უსაფრთხო გარემოს დაცვა და გაუმჯობესება;  უსაფრთხო გარემოს და პოზიტიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. სკოლაში სასწავლო და აღზრდის პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, ნდობის და ურთიერთგაგების პრონციპებს. მოსწავლე სკოლაში თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და უსაფრთხოდ, რომ მოახდინოს საკუთარი თავის სრული რეალიზება. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია, მის აზრებს, კი სკოლაში პატივს სცემენ. ამ ყველაფერის უზრუნველსაყოფად უნდა სუფევდეს ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობები, რაშიც გვეხმარება სკოლაში დამკვიდრებული პოზიტიური კულტურა. რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლით დისციპლინას, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სწავლა-სწავლების პროდუქტიული პროცესი. დისციპლინაში იგულისხმება ქცევის წესები სკოლაში და კლასში, სკოლის გაცდენების მინიმიზაცია და მოსწავლეთა მოწესრიგებულობა. 6. მშობელთა ჩართულობა  მშობელთა ჩართულობის ზრდა მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში;  მშობელთა ჩართულობის ზრდა სხვდასხვა აქტივობებში და ღონისძიებებში;  მშობელთან ურთიერთობის ფორმების დახვეწა და გაღრმავება. სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება და დახვეწა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მშობელი მუდმივად იყოს ინფორმირებული მოსწავლის აკადემიურ მიღწევების, დისციპლინის, ფსიქო-სოციალური მდგომარების და დასწრების შესახებ. გარდა ამისა, მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებზე და გამოწვევებზე. ამისათვის საჭიროა მშობლებთან კომუნიკაციის გზების დახვეწა და განვითარება. მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სხვადასხვა აქტივობებში და ღონისძიებებში, რათა გაიზარდოს მშობლის კავშირი სკოლასთან და სასწავლო პროცესთან.

Documents

სსიპ ქ.თბილისის N 175 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტარტეგიული განვითარების გეგმა.pdf21/09/2023 16:08:59 · 0.88 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

სსიპ ქ. თბილისის N 175 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf21/09/2023 16:30:39 · 0.9 MB
სსიპ ქ. თბილისის N 175 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-26.docx07/04/2026 09:47:56 · 0 MB
სსიპ ქ. თბილისის N 175 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2024-2025).docx07/04/2026 09:47:56 · 0 MB
Download documents on EMIS

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-26 ( სემ) შესრულების ანგარიში.docx07/04/2026 09:47:56 · 0 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

Documents

შინაგანაწესი-2022-2023 სასწავლო წელი.pdf21/09/2023 16:35:54 · 0.52 MB
Download documents on EMIS