1-4 კლასებში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის რეჟიმი 6 საათამდე (დამატებითი გადასახადი 700 ლარი წელიწადში). ფასში შედის ორჯერადი კვება, ბავშვები სრულიად ემზადებიან მომდევნო დღისათვის. მოსწავლეებთან დამატებით მუშაობს ინგლისური ენის სპეციალისტი. სკოლას აქვს ტრანსპორტის მომსახურება მოსწავლეების წაყვანა/მოყვანის უზრუნველყოფით (მშობლის სურვილის მიხედვით),რომლის ფასი დამოკიდებულია სკოლასა და საცხოვრებელ ადგილს შორის მანძილზე.
შპს თამარიონი
თბილისი · თბილისი/გლდანი-ნაძალადევი · თემქა, 11 მ/რ. მე-2კვარტალი
About the school
სკოლა „ თამარიონი" მოწოდებულია შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, სადაც მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს. სკოლა მიზნად ისახავს, აღზარდოს პიროვნული ღირსების მქონე მაღალი ეროვნული ღირებულებების მატარებელი. განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, ხელი შეუწყოს მოზარდებს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში, განუვითაროს ისეთი უნარ–ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ თვითრეალიზაციას. ამ მისიის განსახორციელებლად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემას და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმში. სკოლის დევიზია: ,,ისწავლე ,,თამარიონში“, აირჩიე ნათელი მომავალი“
- Name listed on ARIS
- თამარიონი
- School type
- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო ( 1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
- Teaching languages
- ქართული
- Grades
- 1–12
- Address
- თემქა, 11 მ/რ. მე-2კვარტალი
- ARIS profile last updated
- 24.04.2018
Tuition fees
Prices come from the ARIS profile and may have changed; confirm directly with the school before deciding.