საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ფსხუ-გუმისთის ეროვნული პარკი - მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში.
ფსხუს ნაკრძალი წარმოდგენილია 27,334 ჰა. ფართობზე. ნაკრძალი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ფსხუს ნაკრძალი მოქცეულია მდ. ფსხუს ქვაბულში, რომელიც ბზიფისა და კავკასიონის მთავარი ქედებით არის შემოსაზღვრული. ნაკრძალი 1978 წელს შეიქმნა და მისი მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა. გუმისთის ნაკრძალის ფართობია 13,400ჰა. ნაკრძალი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ნაკრძალი სოხუმის რაიონში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ხეობაში მდებარეობს. გუმისთის ნაკრძალი 1978 წელს დაარსდა, აფხაზეთიში არსებული ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად.
Source: georgiantravelguide.com
All parks