ბაწარის ეროვნული პარკი

კახეთი, ახმეტასახელმწიფო ნაკრძალი

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბაწარის ეროვნული პარკი - მდებარეობს კახეთში , ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში, ზღვის დონიდან 700 - 2,000 მეტრზე.

ბაწარის ეროვნული პარკი დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 2,986 ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. უთხოვრის ასეთი დიდი კორომები მსოფლიოში არსად მოიპოვება.

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.

Source: georgiantravelguide.com

All parks